|
2015-03-19 09:59:56, 609 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი ზუგდიდში მოზარდებისთვის სკანდალური ფილმის ჩვენებას
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ზუგდიდში, აქციების დარბევისა და წამების ამსახველი ვიდეომასალების შემცველი ფილმის ჩვენებას, რომლებსაც ბავშვები ესწრებოდნენ, "ნაციონალური მოძრაობის" პროვოკაციას უწოდებს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ეს იყო პროვოკაცია, რომელიც დაიგეგმა "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან. მოგეხსენებათ, რომ ქალაქ ფოთში ორგანიზება გაუკეთეს "თავისუფალი ზონის"მხარდამჭერებს, ბავშვებს, ახალგაზრდებს, სკოლის მოსწავლეებს. მოხდა მათი გამიზნულად მიყვანა და ამ ფილმის ჩვენება. ეს ადამიანები, რომლებიც დღეს ამბობენ, როგორ გაბედეს როგორ აჩვენეს ეს ფილმი ბავშვებსო, აქცენტი გადაიტანეს იმაზე, რომ იქ სკოლის მოსწავლეები იყვნენ და არა იმაზე, რომ ეს ძალადობა სწორედ მათ მიერ არის განხორციელებული. მთავარი ყურადღება გადაიტანეს იმაზე, რომ იქ შეიპარა "თავისუფალი ზონის" წარმომადგენელი რამდენიმე ბავშვი. თვითონ ბავშვებს როგორ ექცეოდნენ ციხეებში, ბავშვებს როგორ აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ეს არასწორია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)