|
2016-10-25 15:26:34, 1603 ნახვა
ეკონომიკა
სექტემბერში, ლარში გაცემული სესხების მოცულობა 2.6%-ით გაიზარდა, უცხოური ვალუტით გაცემული კი, 0.7 %-ით შემცირდა
სექტემბერში, ლარში გაცემული სესხების მოცულობა 2.6%-ით გაიზარდა, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა კი, 0.7 %-ით შემცირდა. ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), მიმდინარე წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით 74.0 მილიონი ლარით (0.5 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.2 პროცენტით შემცირდა) და მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის 16.5 მლრდ ლარი შეადგინა. სებ-ის ცნობით, ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 150.1 მლნ ლარით (2.6 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა შემცირდა 76.1 მლნ ლარით (0.7 პროცენტით; გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 1.8 პროცენტით). „რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2016 წლის სექტემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.0 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 11.2 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 5.6 მილიარდი ლარის (0.9 პროცენტით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.0 პროცენტით ნაკლები). 2016 წლის სექტემბრის განმავლობაში 2.1 პროცენტით ანუ 171.2 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის 8.3 მლრდ ლარი შეადგინა. მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 36.51 პროცენტი შეადგინა. პირველი სექტემბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.99 პროცენტული პუნქტით გაიზარდა“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)