|
2016-10-25 10:34:27, 1929 ნახვა
მსოფლიო
პაკისტანში პოლიციის სასწავლებელზე თავდასხმის შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა
პაკისტანის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ კვეტაში პოლიციის აკადემიაზე თავდასხმის შედეგად 60 ადამიანი გარდაიცვალა, 120-ზე მეტი კი დაშავდა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები, ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. სპეცრაზმმა მებრძოლებისგან სასწავლებლის შენობის გათავისუფლების ოპერაცია დაასრულა. შენობაში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. თავდასხმა სასწავლებელზე 24 ოქტომბერს, გვიან საღამოს განხორციელდა. შეიარაღებულ პირთა ჯგუფი დაწესებულების ტერიტორიაზე შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. სამ თავდამსხმელს ე.წ. "შაჰიდის ქამარი" ეკეთა. ადგილზე მისულ სპეცრაზმსა და თავდამსხმელებს შორის ორმხრივი სროლა ორ საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა. ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა სასწავლებლის შენობაში თავი აიფეთქა, მესამემ კი ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქედება ვერ მოასწრო, ის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა მოკლეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. თუმცა პაკისტანელმა გენერალმა შერ აფღანმა მომხდარში ქვეყანაში მოქმედი უმსხვილესი ექსტრემისტული სუნიტური დაჯგუფება "ლაშქარ-ე-ჯანგვი" დაადანაშაულა. კვეტა ბელუჯისტანის პროვინციის ცენტრია, სადაც აქტიურად მოქმედებენ სეპარატისტი-მებრძოლები და ისლამისტები.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)