|
2016-10-20 13:22:52, 1791 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი Lifestyle
სააკაშვილი: არასდროს მითქვამს, რომ არჩევნების პირველი ტურის დასრულებამდე საქართველოში ჩამოვიდოდი
წინასაარჩევნო გამოსვლებში არასდროს მითქვამს, რომ არჩევნების პირველი ტურის დასრულებამდე ჩამოვიდოდი საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ში გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ჩამოსვლის შემთხვევაში მას პროვოკატორობაში დაადანაშაულებდნენ. "საქმე იმაშია, რომ პირველი ტურის დასრულებამდე თუ ჩამოვიდოდი, იგივე ის ხალხი, რომელიც მიკიჟინებს, რატომ არ ჩამოვედი, გამომაცხადებდა სახიფათო პროვოკატორად და ივანიშვილს მიეცემოდა საფუძველი, დავედანაშაულებინე სამოქალაქო დაპირისპირებსი ინსპირირებაში. ჩემი პოზიცია ყოველთვის ძალიან ნათელი იყო. ჩვენ ვაპირებდით პირველ ტურში გამარჯვებას და ამის შემდეგ ვაპირებდი ცამოსვლას მეორე ტურისთვის და ასევე არჩევნების დაცვაში მონაწილეობის მიღებას. მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. უპრეცედენტო მასშტაბის გაყალებებები მოხდა პირველ ტურში. ამაზე რეაგირება როგორ უნდა მოხდეს, ეს არის ადგილზე მყოფი ლიდერებისა და აქტივისტების გადასაწყვეტი. ისინი უკეთესად ხედავენ. ერთი რამ ნათელია, "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაყალბებებისა და მანიპულაციების გათვალისწინებით მიიღო 600 ათასზე მეტი ხმა. ეს ძალიან ბევრია რეპრესიებისა და ზეწოლის პირობებში. ხალხმა გაიგო, რომ ივანიშვილმა ჩაიდინა დიდი მანიპულაციები და გაყალებბა. ეს არის შეუქცევადი პროცესი რუსი ოლიგარქის დასუსტებისა. მიუხედავად იმისა, ვინ რას ფიქრობს და საბოლოო ჰამში ეს მიგვიყვანს გამარჯვებამდე. ახლა მნიშვნელოვანია ერთიანობა, საბრძოლო განწყობა, არ შეგუება ამ აფიორასთან და გაყალბებასთან. საბოლოო ჯამში ყველაფერი გამოგვივა",- განაცხადა სააკაშვილმა.
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)