|
2016-10-19 13:01:22, 1506 ნახვა
სამართალი
ტრანსგენდერის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ტრანსგენდერი მოქალაქის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროკურორების მოთხოვნა მოსამართლე რევაზ ნადარაიამ სრულად დააკმაყოფილა და ბრალდებულ გიორგი მურჯიკნელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროცესის პარალელურად, სასამართლოს ეზოში ტრანსგენდერი მოქალაქის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა სახელმწიფოსგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და მუხლის გადაკვალიფიცირება მოითხოვეს. ცნობისთვის, ორთაჭალაში რამდენიმე დღის წინ 32 წლის მოქალაქეს ორმა პირმა მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და ფიზიკურად გაუსწორდა. დაზარალებულის მდგომარეობა მძიმეა. სამართალდამცველებმა თავდასხმაში ბრალდებული ერთი პირი დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით).
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)