|
2015-03-18 10:29:03, 474 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი თურქეთში დასრულდა
საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი თურქეთში დასრულდა. გიორგი მარგველაშვილი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ქალაქ ყარსში თურქეთის პრეზიდენტის მიწვევით იმყოფებოდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის პირველმა პირმა თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად „ტრანსანატოლიის ბუნებრივი გაზსადენის“ (TANAP) პროექტის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. გიორგი მარგველაშვილმა ოფიციალურ ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. როგორც სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, საქართველომ, თურქეთმა და აზერბაიჯანმა შეძლო და აჩვენა მსოფლიოს თუ როგორ არის შესაძლებელი წარმატებული რეგიონალური თანამშრომლობის მოდელის შექმნა. „დღეს ყარსში საფუძველი ჩაეყარა ევრაზიული მნიშვნელობის თანამშრომლობას, „ტრანსანატოლიის ბუნებრივი გაზსადენის“ ევრაზიულ პროექტს, რომელიც კასპიურ გაზს ევროპის შუაგულში გაიტანს. მომავალში კასპიური გაზი საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპას მიეწოდება. საქართველოსთვის TANAP-ი იქნება კიდევ უფრო მეტი დაცულობის, ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის გარანტი როგორც პროექტის მშენებლობის განმავლობაში, ისე მომავალში პროექტის განხორციელების შედეგად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისათვის“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილმა თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად კულტურულ ღონისძიებებშიც მიიღო მონაწილეობა და ქალაქ ყარსში ჰეიდარ ალიევის სახელობის სკოლა-ლიცეუმის გახსნის ცერემონიას დაესწრო. ქვეყნის პირველი პირი ვიზიტის ფარგლებში ქართულ დელეგაციასთან ერთად ქალაქ ყარსის კავკასიურ უნივერსიტეტში ქართული ენის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრისას პრეზიდენტმა ყურადღება თურქეთში ქართული ენის შესწავლის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)