04:58 - 05 Nov, 2026
|
2015-03-18 09:45:22, 671 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ. ხელშეკრულებას დღეს გააფორმებენ
რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" ე.წ. ხელშეკრულებას მხარეები დღეს მოსკოვში გააფორმებენ. ამის შესახებ განცხადება კრემლის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული. მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებას ხელს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი მოაწერენ. ცნობისთვის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმება 11 მარტს იგეგმებოდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო გადაიდო. აღნიშნულ ფაქტს რუსული მედია ვლადიმერ პუტინის ჯამრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს უკავშირებს, რადგან პუტინი 1 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში საზოგადობის წინაშე არ გამოჩენილა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)