|
2016-10-14 10:28:54, 1618 ნახვა
სამართალი
ჯიხაშკარში არჩევნებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით დაკავებულ კაკო ტიბუას 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა
ჯიხაშკარში არჩევნებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით დაკავებულ კაკო ტიბუას 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათვისუფლებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. თანხის გადახდამდე ტიბუა პატიმრობაში რჩება. ადვოკატი მისთვის საერთოდ ბრალიდ მოხსნას ითხოვს, რადგან მიიჩნევს, რომ მას კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია. არჩევნებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებული კიდევ ერთი ბრალდებულ გიორგი მხეიძე კი, ორ თვიან წინასწარ პატიმრობაში რჩება. შეგახსენებთ, სამეგრელოში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში პირთა ჯგუფი 79-ე საარჩევნო უბანზე შეიჭრა. მათ საარჩევნო ყუთი გატეხეს, მინები ჩაამსხვრიეს, ინვენტარი დააზიანეს და დამკვირვებლების კუთვნილი მობილური ტელეფონები გაიტაცეს. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა საერთაშორისო დამკვირვებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაზარალებულს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სსკ-ს 162-ეს პრიმა (კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა ან ძალადობის მუქარა) და 163-ე მუხლებით (საარჩევნო ან სარეფერენდუმო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლა) დაიწყო. ასევე, უცნობი პირები შეიჭრენ სოფელ ჯიხაშკარის N 108-ე საარჩევნო უბანზეც, გატეხეს საარჩევნო ყუთი, ჩაამსხვრიეს მინები და დააზიანეს ინვენტარი. ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 163-ე მუხლით მიმდინარეობს.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)