|
2015-03-17 16:16:44, 589 ნახვა
პოლიტიკა
იტალიასთან ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა
იტალიისა და საქართველოს თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოეწერა ხელი. ამ მიზნით, დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იტალიის თავდაცვის ატაშე, საზღვაო კაპიტანი დანიელე სივიკო და მისი მოადგილე სტეფანო კრეშენცი ესტუმრნენ. იტალიელი სტუმრები თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მიიღეს. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ყურადღება სამხედრო განათლების კუთხით გამოცდილების გაზიარებაზე გაამახვილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს. კაპიტანმა დანიელე სივიკომ, იტალიის სახელით, უელსის სამიტზე მინიჭებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მხარდაჭერა აღუთქვა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)