04:30 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-17 11:29:55, 1106 ნახვა

ეკონომიკა
ბიზნესის რეგისტრაციისას ბიზნესსუბიექტებს საბანკო ანგარიშის გახსნა უკვე 5 ბანკში შეუძლიათ

ბიზნესის  რეგისტრაციის მოთხოვნისას ბიზნესსუბიექტებს საბანკო ანგარიშის გახსნა უკვე 5 ბანკში შეუძლიათ.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ბიზნესის რეგისტრაციის განაცხადის წარდგენის პარალელურად, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ თავად შეარჩიონ სასურველი ბანკი და ანგარიშის გახსნის სერვისით, დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე ისარგებლონ. ინფორმაცია ანგარიშის გახსნის მოთხოვნის შესახებ შერჩეულ ბანკს ავტომატურ რეჟიმში ეგზავნება.

ბიზნესის პირველადი რეგისტრაციისას საბანკო ანგარიშის გახსნის სერვისს  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მომხმარებელს 2011 წლიდან სთავაზობს. თავდაპირველად სააგენტოში მხოლოდ ანგარიშის გახსნის ინიცირება ხდებოდა, საბოლოო პროცედურის დასასრულებლად კი დაინტერესებულ პირს ბანკში მისვლა  სჭირდებოდა.  2014 წელს სააგენტომ სერვისის კიდევ უფრო გამარტივების მიზნით, ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით, საკანონმდებლო ცვლილება შეიმუშავა. დადგინდა ახალი სტანდარტი, გამოიცა შესაბამისი ნორმატიული აქტი და ანგარიშის გახსნა ავტორიზებული ადმინისტრაციული ორგანოს მეშვეობითაც გახდა შესაძლებელი.

ამჟამად საბანკო ანგარიშის გახსნა ინტეგრირებულია რეგისტრაციასთან და ეს ორი მომსახურება ერთ პროცედურაშია გაერთიანებული. ანგარიშის გახსნისთვის დაინტერესებულ პირს საბანკო დაწესებულებაში მისვლა აღარ სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ ეს მომსახურება ბიზნესსუბიექტებს დროის დაზოგვის და ერთი პროცედურით ორი სერვისის მიღების საშუალებას აძლევს. კომპანიის რეგისტრაციისას მომხმარებელთა 60 % საბანკო ანგარიშის გახსნას საჯარო რეესტრის ტერიტორიული სამსახურებისა და ავტორიზებული პირების მეშვეობით ახორციელებს.

 ამ დროისთვის მომსახურების მიღება საქართველოს ბანკში, TBC ბანკში, ქართუ ბანკში, ლებერთი ბანკსა და პრივატ ბანკშია შესაძლებელი. 2015 წლის ბოლომდე სერვისის შეთავაზებაში  კიდევ რამდენიმე ბანკი ჩართვება და მომხმარებელს ბიზნესის რეგისტრაციისას შესაძლებლობა ექნება საბანკო ანგარიში მისთვის სასურველ ნებისმიერ ბანკში მიუსვლელად გახსნას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics