|
2015-03-17 09:32:13, 601 ნახვა
პოლიტიკა
„თავისუფალი დემოკრატები
ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“ მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იბარებენ. საკითხი ფრაქციამ გუშინდელ ბიუროს სხდომაზე დააყენა. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებს გიორგი ბადაშვილისგან „სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის“ შესახებ ვრცელი და დეტალური ინფორმაციის მიღება სურთ. ამასთან, „თავისუფალი დემოკრატების“ ინიციატივას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც იზიარებენ. როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა გია ცაგარეიშვილმა აღნიშნა, ისინი ელოდებიამ მთავარ პროკურორს პარლამენტში. „საკმაოდ მნიშვნელოვანია ამ დეპარტამენტის შექმნა და საკმაოდ მნიშვნელოვანია ის გეგმები, რომელიც იყო წარმოდგენილი პრეზენტაციაზე. მთავრი პროკურორი მაგალითის მიმცემი უნდა იყოს კანონმორჩილების კუთხით მთელი დანარჩენი საქართველოსთვის. ველოდებით მას, მობრძანდით ბატონო , არავინ არ შეგჭამთ“,-განაცხადა ცაგარეიშვილმა. აღნიშნულთან დაკავშირებით, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტში მოხსენებით მთავარი პროკურორის ნაცვლად, ახალი დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ნადარეიშვილი უნდა წარსდგეს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ მთავარ პროკურატურაში „სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი“ შეიქმნა, რომელსაც ირაკლი ნადარეიშვილი ხელმძღვანელობს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)