|
2016-10-07 16:16:12, 1165 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში გადაიარაღებული კომპანიის წარმოებას გაეცნო
115 ადამიანია დასაქმებული შპს „შარავანდის“ საწარმოში, რომელიც „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში გაფართოვდა და პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდა შეძლო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, უახლესი ტექნოლოგიებით ეტიკეტებისა და სხვადასხვა სახის პოლიმერული შესაფუთი მასალების წარმოების პროცესს დღეს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი გაეცნო. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ეს არის ლიდერი კომპანია შესაფუთი მასალების ბაზარზე. " 5 მილიონი ლარის ღირებულების გადაიარაღების პროექტია აქ განხორციელებული და 115 ადამიანია დასაქმებული კომპანიაში. „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის დახმარებით რამდენიმე ათეული სახეობის პროდუქტი დაემატა კომპანიის წარმოებას, რამაც მისცა მას შესაძლებლობა, ჩაენაცვლებინა მნიშვნელოვნად იმპორტი და შეექმნა პროდუქტები, რომლებიც ბაზარზე ძალიან მოთხოვნადია. როგორც ხედავთ, კომპანია აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და აქ ნაწარმოები მაღალი ხარისხის პროდუქტი შესაძლებლობას იძლევა, ბაზარზე საუკეთესო სახით წარდგეს ქართული წარმოება“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. როგორც საწარმოს კომერციულმა დირექტორმა, ლადო ჭანტურიამ აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით კომპანიამ დამატებითი მანქანა დანადგარები, კერძოდ ალუმინის სახურავების, მუყაოს ლამინირებული ყუთის, ქაღალდის პაკეტის და ფლექსოგრაფიული საბეჭდი ფირფიტის საწარმოებელი დანადგარები შეიძინა და დღეს წარმატებით უწევს კონკურენციას ეტიკეტებისა და სხვადასხვა სახის პოლიმერული შესაფუთი მასალების მწარმოებელ იმპორტიორ კომპანიებს. მისივე განცხადებით, კომპანიის სამომავლო გეგმა პროდუქციის რეალიზაციის ასორტიმენტის გაზრდაა, რისთვისაც ამჟამად საწარმოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს დამატებითი მშენებლობები. კომპანია ადგილობრივ ბაზარზე ამჟამად ამარაგებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიც არიან „იფქლი“, „ფარმადეპო“, „კარფური“, „გუდვილი“, „პსპ“ და „ბარამბო.“ „შარავანდის“ პროდუქცია ექსპორტზე აზერბაიჯანსა და სომხეთშიც იყიდება. კომპანია „შარავანდის“ საწარმოში დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ანი კვარაცხელია, ასევე ბიზნეს-ომბუდსმენის, ბანკების ასოციაციისა და ეკონომიკური საბჭოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)