|
2015-03-16 14:32:21, 618 ნახვა
პოლიტიკა
იაპონიაში კატასტროფების რისკის შემცირების გაეროს მესამე მსოფლიო კონფერენცია გაიმართება
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია იაპონიაში, ქალაქ სენდაიში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა. როგორც „ექსპრესნიუსს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის მოადგილე კატასტროფების რისკის შემცირების გაეროს მესამე მსოფლიო კონფერენციაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს. უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები კონფერენციის მონაწილე ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. კატასტროფების რისკის შემცირების გაეროს მესამე მსოფლიო კონფერენციაზე 2015-2025 წლების საქმოქმედო გეგმა შემუშავდება. დოკუმენტის მიზანია, სტიქიური უბედურებებით გამოწვეული ზიანის, ადამიანთა მსხვერპლის და ქვეყნების სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური რესურსების განადგურების რისკის მნიშვნელოვნად შემცირება.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)