12:05 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-06 11:17:30, 653 ნახვა

პოლიტიკა
გოგი მეშველიანი, კომპანია „არემჯის“ აღმასრულებელ დირექტორთან ერთად, ბოლნისის სოფლების მოსახლეობას შეხვდა

 „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მეშველიანი, ბოლნისის გამგებლობის კანდიდატ დავით შერაზადიშვილთან, კომპანია „არემჯის“ აღმასრულებელ დირექტორ დავით ბალანჩივაძესთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ ნიკოლოზ კარიჭაშვილთან ერთად, სოფელ ბერთაკარის, სენების და ძველი ქვეშის მოსახლეობას შეხვდა.

კომპანიის „არემჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა სოფლის წარმომადგენლებთან ადგილობრივების დასაქმებაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ უახლოეს ხანში კიდევ ერთი ახალი საბადო ამუშავდება.

“ახალი ობიექტის გახსნა კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ ბიზნესი თავისუფალია. რაც შეეხება გოგი მეშველიანს, ეს არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის ზრუნავდა და მომავალშიც იზრუნებს მუნიციპალიტეტის განვითარებაზე.

დავით ბალანჩივაძემ კომპანიის სახელით ასევე გამოთქვა იმ სოციალურ პროექტებში მონაწილეობის სურვილი, რომლებიც სამომავლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის განხორციელდება.

გოგი მეშველიანის თქმით კი, ახალი საბადოში დასაქმებულთა 70% -ი ადგილობრივი მოსახლეობა იქნება.

გარდა ამისა, „არემჯი ჯგუფი“, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, მომავალშიც იზრუნებს ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების განხორციელებაზე.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics