|
2016-10-05 23:27:22, 773 ნახვა
პოლიტიკა
ნინო ბურჯანაძე ენმ-ზე: მხარს უჭერს მოსახლეობის ის რაოდენობა, რაც ვარდების მოედანზე ვნახეთ
„ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს უჭერს მოსახლეობის ის რაოდენობა, რაც ვარდების მოედანზე ვნახეთ, - ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნონო ბურჯანაძემ გადაცემა 2030-ში განაცხადა. მისი თქმით, ენმ-ს დღევანდელი აქცია კარგად იყო ორგანიზებული, რადგან მათ უზარმაზარი ფულადი რესურსი აქვთ და ჰყავთ „რუსთავი 2“. „რაც შეეხება დღევანდელ აქციას, დღევანდელი შეკრება კარგად ორგანიზებული ძალის მიერ იყო ორგანიზებული, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ნამდვილად კარგად შეუძლია, რადგან მათ უზარმაზარი ფულადი რესურსი აქვთ და ჰყავთ „რუსთავი 2“, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში არჩევნების გზით ვერ მოვა. ეს აბსოლუტურად გამორიცხულია. როგორც წესი, მათ მასობრივ შეკრებებზე და არჩევნებზე ბოლო მომხრეც კი გამოჰყავთ. ასე რომ, „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს უჭერს მოსახლეობის ის რაოდენობა, რაც ვარდების მოედანზე ვნახეთ. ეს კი, ის რაოდენობა არ არის, რაც მათ ხელისუფლებაში მოყვანას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხს არ აგებს, ქვეყანაში არასტაბილურობის საფრთხე ყოველთვის იქნება. „ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხს არ აგებს, ვიდრე სამართლიანობა არ აღდგება და ყველაფერს თავისი სახელი არ დაერქმევა, ქვეყანაში არასტაბილურობის საფრთხე ყოველთვის იქნება. იქნება საფრთხე იმისა, რომ სრულიად უდანაშაულო გამვლელი ადამიანები „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედებას, ან მის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას შეეწირონ“, - განაცხადა “დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა. “დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "რუსეთს რომ ეს აფეთქება მოეწყო, გივი თარგამაძისგან არაფერი დარჩებოდა და კიდევ კარგი, ეს ასე არ მოხდა". „გარწმუნებთ, რუსეთს რომ ეს აფეთქება მოეწყო, გივი თარგამაძისგან არაფერი დარჩებოდა და კიდევ კარგი, ეს ასე არ მოხდა. მტკიცებულების გარეშე ხელს ვერავის დავადებ, მაგრამ მსგავსი ქმედების განხორციელება არ გაუჭირდებოდა პოლიტიკურ ძალას, რომელსაც განმუხურის მოწყობა, 2008 წლის წაგებული ომის მოგებულად გამოცხადება, დატრიალებული უბედურებების შემდეგ სამართლიანობაზე და პოლიტიკურ დევნილობაზე ლაპარაკი შეუძლია და შუბლის ძარღვი გაწყვეტილი აქვს. თუ ეს მათ პოლიტიკურ ინტერესში შევიდოდა, თანაგუნდელს ადვილად გაიმეტებდნენ“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
ბერლინთან ახლოს მდებარე Mercedes-Benz-ის მუშებმა ხელფასებთან დაკავშირებული დავის გამო ორსაათიანი გაფიცვა გამოაცხადეს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)