|
2015-03-16 12:54:15, 617 ნახვა
პოლიტიკა
მანანა კობახიძე: დღევანდელ პრეზიდენტს წინამორბედისგან განსხვავებით სხვა უფლებამოსილებები აქვს
პარლამენტის ვიცე–სპიკერი მანანა კობახიძე პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე მთავრობის დასწრების აუცილებლობას ვერ ხედავს. როგორც კობახიძემ თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, რეგლამენტი მთავრობის წევრებს არ ავალდებულებს, პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას დაესწრონ. ვიცე–სპიკერის თქმით, წინა პრეზიდენტისგან განსხვავებით, დღევანდელ პრეზიდენტს, სხვა უფლებამოსილებები აქვს. „მთავრობის წარმომადგენლების პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე დასწრებას რეგლამენტი არ ითვალისწინებს. პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით გამოვა, ალბათ მთავრობა არ იქნება იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ეს პირდაპირ რეგლამენტში გაწერილი არ არის და მითუმეტეს, დღევანდელი კონსტიტუციის პირობებში , როდესაც პრეზიდენტს აქვს სულ სხვა დატვირთვა, სხვა უფლებამოვალეობა, სხვა უფლებამოსილებები განსხვავებით იმისგან რაც ჰქონდა წინა მორბედს. განსაკუთრებული არაფერია იმაში, თუ მთავრობა არ მივა და არ დაესწრება. ეს არ უნდა იყოს აღქმული რაღაც ტიპის დემარშად“, – აღნიშნა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)