|
2015-03-16 12:34:41, 605 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: სიამოვნებით წარმოვიდგენდი პარლამენტის შემდეგ თავმჯდომარედ ქალს
„მივესალმები პრეზიდენტის წინადადებას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ქალი იყოს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილმა სასტუმრო „რედისონში“ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის საკითხებზე მიმიდნარე შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ამასთან, უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ სიამოვნებით წარმოიდგენდა პარლამენტის შემდეგ თავმჯდომარედ ქალს. „მე ვიზიარებ განწყობას იმის თაობაზე, რომ დროა ამ ტიპის ღონისძიებებიდან სხვა ტიპის ღონისძიებებზე გადავიდეთ, დავიწყოთ გადაწყვეტყილებების შემუშავება და მიღება ეს უკვე მომწიფებული თემაა და საჭიროა ძალიან კონკრეტული ინიციატივები. მივესალმები პრეზიდენტის წინადადებას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ქალი იყოს. კი, ბატონო! - სიამოვნებით წარმოვიდგენდი პარლამენტის შემდეგ თავმჯდომარედ ქალს, ეს იქნებოდა სერიოზული წინსვლა ამ ტიპის დაპირებები და სურვილები ძალიან კარგია, მაგრამ მინდა ყურადღება გავამახვილო ამ ტიპის გადაწყვეტილებებზე. მინდა შეევუერთდე პრეზიდენტს და მივმართო ყვცელა თანამდებობის პირს, ვისი უფლებამოსილებაცაა საკადრო გადაწყვეტილება დავიცვათ ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში ის სტანდარტი და ბალანსი, რაზეც აქ ვსაუბრობთ“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)