|
2015-03-16 12:20:33, 747 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: თუ სადმე არის ქალის ადგილი, ეს აუცილებლად არის პოლიტიკაში
„თუ სადმე არის ქალის ადგილი, ეს აუცილებლად არის პოლიტიკაში“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ სასტუმრო „რედისონში“ განაცხადა, სადაც ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრა მიმდინარეობს. კობახიძის შეფასებით, მიმდინარეობს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შეეწყოს ხელი ქალთა მონაწილეობას პოლიტიკაში. „ქალები თავისი განათლებით, პროფესიონალიზმით და შეფასებით, საქართველოში რაოდენობრივად თანაბრად არიან წარმოდგენილი, რაც ადექვატურად არ არის ასახული პოლიტიკაში და პარლამენტში. ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი შეხვედრა, ალბათ პირველად ხდება, როდესაც პრეზიდენტიც, პარლამენტის თავმჯდომარეც, არასამთავრობო სექტორიც, საერთაშორისო ორგანიზაციები, ვმსჯელობთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, თუ როგორ შევუწყოთ ხელი ქალთა მონაწილეობას პოლიტიკაში, გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე პარლამენტში. თუ სადმე არის ქალის ადგილი, ეს აუცილებლად არის პოლიტიკაში“, - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)