|
2016-10-04 16:57:25, 4062 ნახვა
კულტურა
„თბილისის თანამედროვე ბალეტის“ და კამერული დასის ოფიციალური წარდგენა გაიმართება
რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე 5-6 სექტემბერს გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ და კამერული დასის ოფიციალური წარდგენა გაიმართება თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელშეწყობით. თბილისის მერიის ინფორმაციით, საღამოზე ასევე წარმოდგენილი იქნება თანამედროვე ბალეტი გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაზე “დოვინ-დოვენ-დოვლი…” თბილისის მერიამ 2016 წელს მარიამ ალექსიძის ხელმღვანელობით დააფუძნა თანამედროვე ბალეტის კამერული დასი `თბილისის თანამედროვე ბალეტი~, რომელსაც სახელგანთქმული ქართველი ქორეოგრაფის, გიორგი ალექსიძის სახელი მიენიჭა. „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ პირველი თანამედროვე ბალეტის კამერული დასია საქართველოში, რომელსაც სახელმწიფო მხარდაჭერა აქვს. გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“, ახალბედა კამერული დასი, ერთი მხრივ შეინარჩუნებს გიორგი ალექსიძის მრავალფეროვან და მდიდარ ქორეოგრაფიულ მემკვიდრეობას, მეორე მხრივ კი გახდება პლატფორმა ახალგაზრდა ქორეოგრაფებისა და მოცეკვავეებისათვის. სპექტაკლების დადგმა იქცევა ცოცხალ შემოქმედებით პროცესად, ერთგვარ ლაბორატორიად, რომელშიც ჩაერთვებიან კომპოზიტორები, მუსიკოსები, მხატვრები, მსახიობები, დრამატურგები, მწერლები, სხვადასხვა თეატრალური ტექნოლოგიების არტისტები და შექმნიან ქართულ, თანამედროვე ცეკვის თეატრის პროდუქციას. დასი მიზნად ისახავს აგრეთვე დარგის განვითარებასა და პოპულარიზაციას, საგანმანათლებლო პროექტებს თბილისსა და რეგიონებში. თანამედროვე ბალეტის პროფესიულად დაუფლებისთვის დასის ბაზაზე საქართველოში დაფუძნდება პირველი სასწავლებელი, რომელიც მოდერნ-ბალეტისა და თანამედროვე ცეკვის სხვადასხვა მიმდინარეობასა თუ ტექნიკას დანერგავს და განავითარებს. გიორგი ალექსიძის, უკანასკნელი დადგმა, მინიატიურა გალაკტიონის ლექსზე “მთაწმინდის მთვარე”, მარიამ ალექსიძის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯის ბიძგი გახდა ქორეოგრაფიაში. გალაკტიონის პოეზიაზე სპექტაკლის დადგმის გიორგი ალექსიძის ჩანაფიქრი დაასრულა და 2009 წელს, მამის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე თანამედროვე ბალეტი „დოვინ-დოვენ-დოვლი...“ წარმოადგინა. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ეს პირველი ქორეოგრაფიული დადგმა, განახლებული ფორმით, გახდება ახლად დაფუძნებული გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ კამერული დასისთვისაც პირველი. სპექტაკლში გამოყენებულია: გალაკტიონის ლექსი “მთაწმინდის მთვარე” (ავტორისეული ჩანაწერი) კლოდ დებიუსის “მთვარის შუქი”; გუსტავ მალერის ადაჟიო IX სიმფონიიდან; ალბან ბერგის ვარიაციები “ლულუ-სიუიტიდან”. პექტაკლის იდეის ავტორი და “მთაწმინდის მთვარის” ქორეოგრაფი - გიორგი ალექსიძე. დამდგმელი ქორეოგრაფი _ მარიამ ალექსიძე , დამდგმელი რეჟისორი _ გელა კანდელაკი, მუსიკალური კონსულტანტი – თეიმურაზ ბაკურაძე. მონაწილეობენ: გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის მსახიობები: ნინო გოგუა (წამყვანი სოლისტი), ნათია ბუნტური (წამყვანი სოლისტი), მარიამ დარჩია (ბალეტის სოლისტი), ანარ მიქაილოვი (ბალეტის სოლისტი), ინტიგამ მამედოვი (ბალეტის სოლისტი), მარიამ ქოიავა, ნატალია კუკულაძე, თინათინ მჭედლიძე, გვანცა გელაშვილი. მოწვეული სოლისტები: დავით ანანიაშვილი (თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული თეატრის ბალეტის წამყვანი სოლისტი) ვასილ ახმეტელი (მაკედონიის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტის წამყვანი სოლისტი) მინიატიურას „მთაწმინდის მთვარე“ ასრულებს მარიამ ალექსიძე ლექსებს კითხულობენ: ზაზა ლებანიძე, ზაზა პაპუაშვილი, მიხეილ ნანეიშვილი, გივი შაჰნაზარი, ვახტანგ ჯავახაძე, დავით წერედიანი, აკაკი ხინთიბიძე. (NS)
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)