|
2016-10-03 17:28:51, 876 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ბერძენიშვილი: ბოლო პარტია, რომელიც ბარიერს გადალახავს, შეიძლება სწორედ „რესპუბლიკური“ იყოს
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ლევან ბერძენიშვილი მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო შედეგების შესახებ, ექსპერტთა გამოკითხვის შედეგებს აფასებს. როგორც ბერძენიშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, სხვა კვლევებისგან განსხვავებით, ამ კვლევაში ჩანს, რომ პარლამენტში შესვლის შანსი ორი პარტიის-„ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, სხვებსაც აქვთ. კერძოდ, ბერძენიშვილის აზრით, 5-6 პარტიული პარლამენტია მოსალოდნელი: „მნიშვნელოვანია, რომ ამ კვლევების მიხედვით, პარტიები ჩანან, განსხვავებით სხვა კვლევებისგან, სადაც ორი პარტიის გარდა არაფერი ჩანს. რაც შეეხება 2-დან 7 ძალიან სერიოზულია. 2 არის ცოტა, 7 არის შედარებით კარგი „რესპუბლიკური პარტიისთვის“, თუმცა რეალობა რომელია, ამას როგორც ჩანს ჩვენ კვლევებით ვერ დავადგენთ. შემიძლია ერთი რამ გითხრათ, ის რამდენიმე პარტია, რომელიც ჩამონათვალშია, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა-„სახელმწიფო ხალხისთვის“, „პატრიოტთა ალიანსი“, „თავისუფალი დემოკრატები“, „რესპუბლიკელები“, „დემოკრატიული მოძრაობა“ და „ლეიბორისტული პარტია“, პრინციპში ესენია. დანარჩენებს არც ერთი გამოკვლევითა და მოსაზრებით, არანაირი შანსი არ აქვთ. 8 პარტიაა, რომელსაც რაღაც შანსი აქვს. აქედან ორს როგორც ჩანს, აქვს გარანტირებული შანსი, დანარჩენი დამოკიდებულია ვითარებებზე. ნებისმიერი კვლევა ჩატარდება, მაგრამ მეორე დღეს ისეთი რამ მოხდება, რომ კვლევის შედეგები იცვლება. ეს ბუნებრივია, არჩევნები საერთოდ ასეთი უცნაური რამაა. რა თქმა უნდა, როცა პაატა ბურჭულაძე „გირჩმა“ დატოვა, „გირჩის“ ხმები არსებობს, რომელიც სად მიდის, ამაზე შეიძლება საექსპერტო საუბარი, ან საერთოდ მიდის თუ არა სადმე, მაგრამ არაექსპერტმა შემიძლია გითხრათ, სად არ მიდის. პრორუსულ ძალებთან რომ არ მიდის, ამაში დარწმუნებული ვარ. ამიტომ, შესაბამისად, როგორ განაწილდება არვიცით, მაგრამ დაახლოებით ვიცით, სად არ განაწილდება. რომ გადავხედე ამ ყველაფერს, შემიძლია გითხრათ ჩემი პროგნოზი, რომ მომავალ პარლამენტში, პარტიების ეს რიგი შეიძლება შეჩერდეს სწორედ „რესპუბლიკურ პარტიაზე“, ანუ, ბოლო პარტია, რომელიც გადალახავს ბარიერს, შეიძლება იყოს სწორედ „რესპუბლიკური პარტია“. ესეიგი, „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობა“, „სახელწმიფო ხალხისთვის“ (მაგრამ არა იმ პროცენტით, როგორც იყო წარმოდგენილი), „თავისუფალი დემოკრატები“, „პატრიოტთა ალიანსი“ და „რესპუბლიკური პარტია“. 5, ან 6 პარტიული პარლამენტი არის მოსალოდნელი“,-განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა და დასძინა, რომ მომავალ პარლამენტში უმრავლესობას ცალკე შექმნის თუ არა „ქართული ოცნება“, ესაა დამოკიდებული არა პარტიულ, არამედ ძირითადად მაჟორიტარულ არჩევნებზე: „მაჟორიტარულ არჩევნებზე ამ კვლევაში ლაპარაკი არაა.73 ადგილი, მოგეხსენებათ, კვლევის მიღმაა. ყოველთვის, როცა ხალხი ამ პროცენტებს კითხულობს, არ ითვალისწინებს, რომ ამის გარდა არსებობს კიდევ არჩევნები, სადაც ძალიან ნაკლები აქვს პატარა პარტიებს შანსი და იზრდება დიდი პარტიების შანსი“,-აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას. შეგახსენებთ, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) 22-29 სექტემბერს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო შედეგების შესახებ ექსპერტთა გამოკითხვა ჩაატარა. სულ საქართველოს საარჩევნო და პარტიულ სფეროებზე მომუშავე 33 ქართველი და უცხოელი ექსპერტი გამოიკითხა. შედარებით პატარა პარტიებიდან, ექსპერტები პარლამენტში შესვლას „პატრიოტთა ალიანსს“ უწინასწარმეტყველებენ. ექსპერტთა მოსაზრებების ჯამური ანალიზი ალიანსს ხმათა 3-10 პროცენტს აკუთვნებს. შებამისად, ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის შემდეგ, პატრიოტთა ალიანსი პარლამენტში მოხვედრის მთავარი კანდიდატია. გამოკითხვის მიხედვით, პარლამენტში შესვლის შანსს ინარჩუნებს ასევე პაატა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკი – სახელმწიფო ხალხისათვის, რომელსაც ექსპერტებმა საშუალოდ ხმათა 6-12 პროცენტი უწინასწარმეტყველეს. თუმცა, აღსანიშნავია რომ გამოკითხვა 22-29 სექტემბერს ჩატარდა, ანუ სანამ ბლოკს ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი გამოეყოფოდა. გირჩის გამოყოფამდე პარტია ასევე დატოვეს პაატა ბურჭულაძის ყოფილმა თანამებრძოლებმა და ახალგაზრდული ფრთის ნაწილმა. თავისუფალი დემოკრატებს კვლევის მონაწილე ექსპერტები არჩევნებში ხმების 4-9 პროცენტს უწინასწარმეტყველებენ. ამ მონაცემების მიხედვით, მათი შესვლა პარლამენტში გარანტირებული არ არის. გამოკითხული ექსპერტების თქმით, „რესპუბლიკური პარტია“ არჩევნებში ორიდან შვიდ პროცენტამდე ხმებს მიიღებს. დაახლოებით მსგავსი სურათი იკვეთება ნინო ბურჯანაძის დემოკრატიულ მოძრაობასთან მიმართებაშიც. ექსპერტთა აზრით ბურჯანაძის პარტია ხმათა მხოლოდ 2-6 პროცენტს მიიღებს. გამოკითხულთა აზრის თანახმად, საარჩევნო ბარიერს დიდი ვარაუდით ვერ გადალახავს ასევე ლეიბორისტული პარტია. ექსპერტები შალვა ნათელაშვილის პარტიას ხმების 1-5 პროცენტს უწინასწარმეტყველებენ.
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ორჯერ გაახანგრძლივონ
ბულგარეთის პრორუსულმა პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ვეტოს დაადებს ევროკავშირის ახალ სანქციების პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ.
აშშ-ის საზღვაო ძალებმა ირანის საზღვაო ბლოკადა დაასრულეს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)