09:51 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-03 16:34:47, 699 ნახვა

პოლიტიკა
ექსპერტთა გამოკითხვის შედეგები - „ ქართული ოცნება“ 30-42%; „ნაციონალური მოძრაობა“ 19-32%

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) 22-29 სექტემბერს  მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო შედეგების შესახებ  ექსპერტთა გამოკითხვა ჩაატარა.

მათი ინფორმაციით, სულ  საქართველოს საარჩევნო და პარტიულ სფეროებზე მომუშავე 33 ქართველი და უცხოელი ექსპერტი გამოიკითხა.

კვლევის ინტერესის  მთავარი საგანი იყო, თუ ხმების რამდენ პროცენტს მიიღებენ ძირითადი პარტიები არჩევნებზე და რამდენად მაღალი იქნება ამომრჩევლის დასწრება.

ექსპერტთა გამოკითხვის შედეგები ასეთია:

ქართული ოცნება 30-42%; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 19-32%; სახელმწიფო ხალხისათვის 6-12%; პატრიოტთა ალიანსი 3-10%; თავისუფალი დემოკრატები 4-9%; რესპუბლიკური პარტია 2-7%; დემოკრატიული მოძრაობა 2-6%; ლეიბორისტული პარტია 1-5%

 ზემოთ მოყვანილი მონაცემები წარმოადგენს გამოკითხვის გაანალიზებულ და შესაბამისი მეთოდოლოგიით გაფილტრულ და დაჯამებულ შედეგებს, ამასთან, კვლევის შედეგები არ მოიცავს ზუსტ რიცხვებს, არამედ წარმოდგენილია ე.წ.  „შესაძლებლობათა კორიდორის“ სახით, რაც მოიცავს შედეგების შესაძლო ცდომილებას არჩევნების რეალურ შედეგებთან მიმართებაში.

„ასევე უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის შედეგები ეხება მხოლოდ პროპორციულ არჩევნებში მიღებული ხმების პროცენტულ რაოდენობას და არ მოიცავს მაჟორიტარულ არჩევნებს, რომელმაც შესაძლოა საბოლოოდ გადაწყვიტოს ახალი საპარლამენტო უმრავლესობის ბედი“,-განმარტავენ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ორჯერ გაახანგრძლივონ
ბულგარეთის პრორუსულმა პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ვეტოს დაადებს ევროკავშირის ახალ სანქციების პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ.
აშშ-ის საზღვაო ძალებმა ირანის საზღვაო ბლოკადა დაასრულეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics