2016-10-03 14:27:12, 808 ნახვა
პოლიტიკა
იოზვაკი: 5 ოქტომბერს ევროკავშირის საბჭო საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე იმსჯელებს
მოსოლოდნელია, რომ 5 ოქტომბერს ევრკავშირის საბჭოს წევრების შეხვედრაზე, საქართველოს ვიზალიბერალიზაციას "მწვანე შუქს" აუნთებენ, - ამის შესახებ რადიო "თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტი რიკარდ იოზვაკი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს.
ამასთან, ჟურნალისტის თქმით, მოლაპარაკებები არ დაიწყება მანამ, სანამ არ იქნება შეთანხმება ევროპარლამენტთან ე.წ. უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმზე.
მისივე ინფორმაციით, როგორც მოსალოდნელია, აღნიშნულ საკითხზე ევროდეპუტატები ხუთშაბათს, 6 ოქტომბერს იმსჯელებენ.
შეგახსენებთ, რომ დასავლელი ჟურნალისტები წერდნენ, რომ საქართველოსთვის, უკრაინასა და კოსოვოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე ევროკავშირის საბჭო 11 ოქტომბერს იმსჯელებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან