23:43 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-16 11:32:14, 379 ნახვა

პოლიტიკა
რიჩარდ ნორლანდი: საქართველო ასეთი ძალადობისგან ვერ იხეირებს

 „საქართველო  ასეთი ძალადობისგან ვერ იხეირებს“,-ამის შესახებ აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ზუგდიდში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით „რუსთავი 2“-თან საუბრისას  განაცხადა.
ნორლანდის თქმით, ის შეშფოთებული არსებული მდგომარეობით.
„შეშფოთებული ვარ არსებული მდგომარეობით.  ყველამ უნდა გაიზროს,  რომ ძალადობა არავის ინტერესებში არ შედის, ორივე პარტიამ უნდა აკონტროლოს თავისი ექსტრემალური  ელემენტები, ასევე  გახსოვდეთ, რომ საქართველო ასეთი ძალადობისგან ვერ იხეირებს.  ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას“,-განაცახდა რიჩარდ ნორლანდმა.
ცნობისთვის, ანი ნადარეიშვილმა დღეს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც ზუგდიდში  მის ოფისში ზუგდიდის  საკრებულოს წევრები და მერიის თანამშრომლები შეიჭრნენ. ნადარეიშვილის თქმით, დამსხვრეულია შუშები და ნაცემი არიან  თანამშრომლები.  ნადარეიშვილმა ზუგდიდის საკრებულოს  ერთ-ერთ წევრსა და მას შორის გამართული დიალოგის შინაარსიც გაახმაურა: "ბოლო გაფართხალება სკამების გადასარჩენად! როგორც კი მოვარდნენ ჩავედი მათთან, საკრებულოს წევრები და მერიის თანამშრომლები იყვნენ, როგორც ჩავედი ერთ-ერათი ყველაზე აგრესიული საკრებულოს წევრი გოგა ღადუა მომვარდა და ვკითხე ჩემს ოფისში რა გინდათ, აგერ ვარ და გისმენთთქო, ბოლო ხმაზე მიყვიროდა - 21 მარტს რატომ მიგყავთ ხალხი თბილისშიო. პ.ს. ძალიან შეშინებულები არიან, ძალიააააან! 21 მარტს მთელი საქართველო გამოვა, ბოლო დღეებს ითვლიან!",-წერს ანი ნადარეიშვილი. მანამდე კი, ნადარეიშვილი წერდა, რომ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მივიდნენ. "ამ წუთებში ზუგდიდში ისევ და ისევ საკრებულოს თავმჯდომარე, წევრები და თანამშრომლები მივიდნენ ნაციონალური მოძრაობის ოფისთან, ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტსაც, რომ ოფისი ცარიელია, კვირაა და იციან, რომ დღეს შტაბი დაკეტილია. და რაც ყველაზე მთავარია ისევ სკოლის მოსწავლეები მიიყვანეს აქაც. აღარავინ არ ყავს ქართულ ოცნებას სამეგრელოში",-დაწერა  ანი ნადარეიშვილმა "ფაისბუქის" საკუთარ გვერდზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics