03:29 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-02 14:45:34, 698 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი პედაგოგებს: განათლების სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით, თქვენი ჩართულობის გარეშე ნაბიჯი არ გადაიდგმება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი განათლების მინისტრთან ერთად საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“  პედაგოგებს ხვდება.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მასწავლებლების  ჩართულობის გარეშე განათლების სისტემის  გაუმჯობესების მიმართულებით, არცერთი ნაბიჯი არ გადაიდგმება.

მისივე თქმით, მთავრობის მიზანია მასწავლებლის პროფესია ყველაზე საამაყო და ყველაზე პრესტიჟული გახდეს.

„ჩვენ განათლების ხარისხი  უნდა ავწიოთ. მივეხმაროთ პედაგოგებს გადამზადებაში. ჩვენ არ უნდა გავხადოთ გამოცდები და ტესტირებები პედაგოგების რაღაც სადამჯელო მექანიზმი. პირიქით, პედაგოგს უნდა ჰქონდეს წინასწარ მთელი პროცედურა გავლილი, რომ მას შემდეგ ეხალისებოდეს დადასტურება თავისი ამაღლებული კვალიფიკაციის და არა ისე, რომ შიშით ელოდებოდეს ამას. დარწმუნებული ვარ, ამას მივაღწევთ.  მასწავლების პროფესია ყველაზე საამაყო და ყველაზე პრესტიჟული უნდა გავხადოთ“,-აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერის  განმარტებით, სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლება „ქართული ოცნების“ მთავრობის პრიორიტეტად დარჩება.

„1600 საჯარო სკოლა აღვადგინეთ, 10 ახალი საჯარო სკოლა დასრულების ეტაპზეა, 10 უკვე გაიხსნა. მომდევნო 4 წლის მანძილზე 100-მდე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია იგეგემება. მინდა დაგიდასტუროთ ჩემი უდიდესი პატივისცემა და გითხართ, რომ განათლების, პოლიტიკისა და განათლების სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით, თქვენი ჩართულობის გარეშე  ნაბიჯი არ გადაიდგმება“,-განაცხადა.

ამ წუთებში პრემიერისა და განათლების მინისტრის შეხვედრა პედაგოგებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics