|
2016-10-01 14:59:46, 982 ნახვა
პოლიტიკა
სანდრა რულოვსის დაგეგმილი შეხვდრა სენაკის მოსახლეობასთან ჩაიშალა
თქვენმა მეუღლემ დაგვიხოცა ჩვენ უდანაშაულო შვილები. თქვენ რას მეტყვით მაინტერესებს. აღარასდროს დახოცავთ,აღარ გააუპატიურებთ ხალხს ციხეებში,აღარ გაჟლიტავთ, ტყავს აღარ გააძრობთ, აღარ გაჟუჟავთ გასამრავლებელ ბიჭებს ქუჩებში მაინტერესებს. დიდი ხანია მინდოდა თქვენთვის ჩამეხედა თვალებში და გამეცით პასუხი,- ასე მიმართა ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა სანდრა რულოვს, რომელიც სენაკში ამომრჩევლებთან შეხვედრას მართავდა. ია მეტრეველი "ნაციონალური მოძრაობისთვის" განკუთვნილ სცენაზე ავიდა და სანდრა რულოვსს პირადად გაესაუბრა. რობაქიძის დედის განცხადებით მას სურდა, რომ სანდრა რულოვსს პირადად მიეცა მისთვის პირობა, რომ არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვების შემთხვევაში სისხლის ღვრა აღარ მოხდებოდა. "ყელამდე სისხლში ხართ გასვრილი, იგივე თანამონაწილე ხართ. დამთავრდა "ნაციონალების" დრო, დამთავრდა თქვენი მკვლელობების და გაუპატიურების დრო",- განაცხადა ია მეტრეველმა. სანდრა რულოვსმა კი განმარტა, რომ საკუთარი აზრის დაფიქსირების უფლება ყველას აქვს, თუმცა ია მეტრეველის მიერ გაჟღერებული ბრალდებები მასთან კავშირში არ არის. „არიან ადამიანები, რომლებმაც დიდი სიმწარე ნახეს იმ დროს, როდესაც მიშა იყო პასუხისმგებელი, მაგრამ ეს ყველაფერი პირადად ჩემთან არანაირ კავშირში არ არის. ეს არის უბრალოდ დიდი ურთულესი საკითხი, რომელიც მას შეეხო და ძალიან ვწუხვარ ამის გამო. მაგრამ დღევანდელ შეხვედრასთან და ჩემს პოლიტიკასთან ეს ყველაფერი არანაირ კავშირში არ არის.“ განაცხადა სანდრა რულოვსმა. სანდრა რულოვსმა მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ სურს, შეცდომები, რომლებიც წარსულში იყო, წარსულშივე დარჩეს. „მე მოვდივარ სუფთა ხელებით პარლამენტში. კეთილი საქმის მეტი არაფერი არ გამიკეთებია. მინდა, რომ ის შეცდომები, რომლებიც იყო წარსულში, დარჩეს წარსულში“,- აღნიშნა სანდრა რულოვსმა. სანდრა რულოვსის დაგეგმილი შეხვდრა სენაკის მოსახლეობასთან ჩაიშალა.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)