|
2015-01-10 11:54:16, 5650 ნახვა
მსოფლიო
„ალ ქაიდა“ საფრანგეთს ახალი ტერაქტებით ემუქრება
ტერორისტული ორგანიზაცია „ალ ქაიდა“ საფრანგეთს ახალი ტერაქტებით ემუქრება. „New york Post”-ის ინფორმაციით, Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმა ისლამისტებმა მოჰამედ წინასწარმეტყველის კარიკატურის საპასუხოდ განახორციელეს. „ალ ქაიდას“ კვალი დასტურდება იმითაც, რომ ძმები კოაშებიდან ერთ-ერთმა სიკვდილის წინ აღნიშნა, რომ „ალ ქაიდას“ დავალებით მოქმედებდა. საფრანგეთს ახალი ტერაქტებით იმ შემთხვევაში ემუქრებიან, თუ ქვეყანა ისლამთან, მის სიმობოლოებთან და მუსლიმებთან ბრძოლას გააგრძელებს. „არაბეთის ნახევარკუნძულის ალ ქაიდას“ ერთ-ერთი ლიდერის შეიხ ჰარის ან ნაზარის განცხადებით, საფრანგეთის ზოგიერთმა შვილმა ალაჰის წინასწარმეტყველის მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინა, ამიტომ მათ წინააღმდეგ, ალაჰის ერთგული ჯარისკაცები დაირაზმნენ და პატივისცემა ასწავლეს. აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი დრღის განხორციელებული ტერაქტებში საფრანგეთის 17 მოქალაქე დაიღუპა.
პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ხელისუფლებას 2026 წლის გაფართოების შესახებ ანგარიში ოფიციალურად გადასცა
თიბისის ციფრული ტრანსფორმაციის პროგრამა The Digital Banker-მა საქართველოში საუკეთესოდ აღიარა
ტელეკომპანია ფორმულას შენობაში ხანძარია, მაუწყებლობა შეწყდა
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)