2016-09-29 14:19:12, 885 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: სააკაშვილს ვუთხარი, ბოდიში მოიხადე და გადადექი მეთქი, მაგრამ სად ჰქონდა მაგის კაცობა, მშიშარაა
სააკაშვილს ვუთხარი, ბოდიში მოიხადე და გადადექი მეთქი, მაგრამ სად ჰქონდა მაგის კაცობა, მშიშარაა, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.
„რამეთუ მათი სახე კარგად ვიცოდი, თუ როგორი მშიშრები არიან, სააკაშვილს ვუთხარი, აბა გამოდი კაცურად, ბოდიში მოიხადე და გადადექი და გაპატიებს ქართველი ხალხი, მაგრამ სად ჰქონდა მაგის კაცობა მაგას, მშიშარაა და იმ წუთას მუხლები მოეკვეთა. თავს ვერ წევდა ზემოდან პრეზიდენტის სასახლეში რომ ავედი პირველად. მოკლედ პროცესი ახლაც სრულდება. ამ არჩევნებით სრულდება ეს პროცესი და გარწმუნებთ, რომ ამის შემდგომ მაგათ ბობოქრობას ვეღარ ნახავთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან