|
2016-09-29 10:54:49, 1424 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: 3 ოქტომბრიდან საქართველოში სრულიად ახალი პროფესიული განათლების ეტაპი იწყება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დუალური პროფესიული განათლების შესახებ ვრცლად ისაუბრა. კვირიკაშვილის განცხადებით, 3 ოქტომბრიდან საქართველოში სრულიად ახალი პროფესიული განათლების ეტაპი იწყება. პრემიერის განმარტებით, საქართველოს პროფესიულ სასწავლებლებში, 150-ზე მეტ განახლებულ, მათ შორის 50 ახალ დუალურ სისტემაზე დაფუძნებულ პროფესიულ პროგრამაში სტუდენტების რეგისტრაცია იწყება, რაც დასაქმების პირდაპირ შესაძლებლობას გულისხმობს: „ვინაიდან განათლება არის ნომერ1 პრიორიტეტი, მინდოდა, განსაკუთრებულად მესაუბრა ამ საკითხზე იმიტომ, რომ ეს არის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი მიმართულება, 4 პუნქტიანი პროგრამის ნომერ პირველი პრიორიტეტი. 3 ოქტომბრიდან ახალი მოდელით, დუალური განვითარების სისტემით, იწყება საქართველოში პროფესიულ სასწავლებლებში 150-ზე მეტ განახლებულ, მათ შორის 50 ახალ დუალურ სისტემაზე დაფუძნებულ პროფესიულ პროგრამაში სტუდენტების რეგისტრაცია, რაც დასაქმების პირდაპირ შესაძლებლობას და სწავლების ხარისხის მნიშვნელოვნად ზრდას გულისხმობს. წელს პირველად დუალური პრინციპით ბევრ პროფესიაზე-ესაა მეღვინეობა, მეხილეობა, მეცხოველეობა, ახალი დუალური პროგრამების განხორციელების დასაწყისი, ეს არის ახალციხის, კაჭრეთის, სენაკის, წინამძღვრიანდკარის კოლეჯები, რომლებიც პირდაპირ მოამზადებენ და დაასაქმებენ ადამიანებს. შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის პირდაპირ რელსებზე დაყენებული სისტემა, რომელიც პირდაპირ ასაქმებს ადამიანებს. გამომდინარე იქიდან, რომ პროფესიული განათლება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სრულად ვაფინანსებთ სტუდენტების სწავლას პროფესიული განათლების სახელმწიფო სასწავლებლებში. სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის ამას გარდა, დამატებით გათვალისწინებულია ტრანსპორტირება და საცხოვრებელის დაფინანსება და ყველა კოლეჯი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის. სტუდენტებმა ასევე შესაძლებელია, პროფესიული ტესტირება გაიარონ აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე და ასევე პარალელურად პროფესიასთან ერთად, კოლეჯში შეისწავლონ ქართული ენა. ასევე რამდენიმე დღის წინ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაფინანსებით, საფუძველი ჩაეყარა 10 ახალ დუალური პროფესიული პროგრამის შექმნას, რომელშიც წამყვანი როლი ექნება რეალურ დასაქმებებს. დასაქმებების სახით არიან ჩართული ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა საქართველოს რკინიგზა, ღვინის კომპანიები, სახელმწიფო დაწესებულებები და სხვები. მინდა ყველას მოვუწოდო, ვინც პროფესიის არჩევაზე ფიქრობს, ყურადღება მიაქციოს პროფესიული განათლების ახალ, სრულიად განსხვავებულ შესაძლებლობებს და გაითვალისწინოს ის, რომ ეს არის პირდაპირი გზა დასაქმებისკენ. ასე რომ, მინდა, მოგილოცოთ ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ეტაპის დასაწყისი და გამოვაცხადოთ განათლების განვითარების სრულიად ახალი ეტაპი და ვთქვათ, რომ განათლება არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც, დაფინანსებითაც ქვეყანაში გახდება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი და ეს საქმე უკვე რეალობად იქცა. 3 ოქტომბრიდან მოყოლებული, როდესაც იწყება სრულიად ახალი პროფესიული განათლების ეტაპი საქართველოში და წინ არის უმაღლესი განათლების ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა და მნიშვნელოვანი რეფორმა საშუალო განათლების მიმართულებით, სიტყვა რეფორმა ისტორიულად დასაშინებელ სიტყვად იქცა, მაგრამ ეს იქნება რეფორმა, რომელიც მიეხმარება პედაგოგებს, მოსწავლეებს, მათ მშობლებს იმისათვის, რომ საქართველოში განათლება სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდეს. მინდა წარმატება გისურვოთ ყველას ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეში“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
ბერლინთან ახლოს მდებარე Mercedes-Benz-ის მუშებმა ხელფასებთან დაკავშირებული დავის გამო ორსაათიანი გაფიცვა გამოაცხადეს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)