|
2016-09-27 20:13:40, 596 ნახვა
პოლიტიკა
თემურ ხუბულური და სოზარ სუბარი კარალეთში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარი კარალეთში, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ შეხვდა და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულური წარუდგინა. სოზარ სუბარმა დევნილებს ჯვართმაღლების დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ღირსეული მაჟორიტარი დეპუტატობის ღირსეული კანდიდატი ჰყავს. „თემურ ხუბულური იბრძვის ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის. მოვუწოდებ გორის რაიონში მცხოვრებ თითოეულ ამომრჩეველს, რომ მხარი დაუჭირონ ჩვენი ქვეყნის შენებას და 8 ოქტომბერს გააკეთონ სწორი არჩევანი. შემოხაზონ 41. ხელისუფლება გააგრძელებს დევნილთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის ეფექტიან პოლიტიკას. უახლოეს პერიოდში 480 ოჯახისთვის დასრულდება რვა 10-სართულიანი ბინის მშენებლობა. დამატებით, 2017 წელს გორში დამთავრდება 32- ბინიანი კორპუსის რემონტი. სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში, მოხდება სულ მცირე 3000 დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი სახლის შეძენა. 24 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს, რომელსაც საკუთრებაში აქვს გადაცემული საცხოვრებელი ფართი, აგრეთვე მათ მიერ შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს, საკუთრებაში გადაეცემათ საერთო სარგებლობის ფართებიც. გაგრძელდება კერძო მესაკუთრეებისგან იმ საცხოვრებელი ფართების გამოსყიდვა, რომლებიც დევნილებს აქვთ დაკავებული. უახლოეს პერიოდში, სულ მცირე 1500 დევნილი ოჯახი ბინით დაკმაყოფილდება. პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა, ერთი მხრივ, დონორებთან, ხოლო, მეორე მხრივ, ინვესტორებთან, რათა კერძო და საჯარო პარტნიორობის ფარგლებში აშენდეს ახალი საცხოვრებლები დევნილებისთვის. 2020 წლისთვის ჩვენ ვიცხოვრებთ ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანაში , სადაც მოსახლეობის პრობლემები მინიმუმადე იქნება დაყვანილი”, - განაცხადა სოზარ სუბარმა. ამასთან, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ გორისა და გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა, თემურ ხუბულურმა და იოსებ მაკრახიძემ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბართან ერთად გორში, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)