|
2016-09-27 18:17:31, 643 ნახვა
პოლიტიკა
ტყემალაძე: სოხუმს დავიბრუნებთ, თუ შიდა პოლიტიკური და ეკონომიკური სივრცე გაუმჯობესდება
ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავიბრუნებთ აფხაზეთსა და ოსეთს, რაიმე ძალის გამოყენებით და დაპირისპირებით, - ამის შესახებ "თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ტყემალაძემ სოხუმის დაცემასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, სოხუმის დაბრუნების ერთადერთი შანსი შიდა პოლიტიკური და ეკონომიკური სივრცის მაღალ დონეზე მოწყობაა. "სოხუმის დაბრუნების ერთადერთი შანსი არის ის, რომ ჩვენ უნდა შიდაპოლიტიკური და ეკონომიკური სივრცე ისე უნდა მოვაწყოთ, რომ აფზახებისთვისაც და ოსებისთვისაც მიმზიდველი იყოს. უნდა აშენდეს ძლიერი ქვეყანა, ძლიერი ეკონომიკით. ამის ნათელი მაგალითია ჯანდაცვის წარმატებული პროექტი, როდესაც სოხუმიდან აფხაზები გადმოდიან სამკურნალოდ, საოპერაციოდ. ასეთი ბევრი პროექტი უნდა განხორციელდეს. ჩვენ ერთამენთს უნდა ვაპატიოთ, ყველამ თავისი წილი შეცდომა დაუშვა. დიდი დრო გავიდა უნდა დავიწყოთ ერთამენთისკენ წინსვლა", - განაცხადა ტყემალაძემ.
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
ბერლინთან ახლოს მდებარე Mercedes-Benz-ის მუშებმა ხელფასებთან დაკავშირებული დავის გამო ორსაათიანი გაფიცვა გამოაცხადეს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)