|
2015-03-13 19:53:02, 711 ნახვა
პოლიტიკა
აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერი ჯემალ ფუტკარაძე გახდა
აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერი ჯემალ ფუტკარაძე გახდა. აჭარის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე რიგგარეშე სხდომაზე ჯემალ ფუტკარაძის ვიცესპიკერობას მხარი 8 დეპუტატმა დაუჭირა, 2 ბიულეტინი ბათილად გამოცხადდა. კენჭისყრაში მონაწილეობა კი, სულ 10-მა დეპუტატმა მიიღო. შეგახსენებთ, ჯემალ ფუტკარაძე პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრი იყო. პარტიის სამდივნომ ჯემალ ფუტკარაძის მიმართ დისციპლინური ზომის გამოყენების საკითხი 8 მარტს განიხლა. პარტიის გენერალურმა მდივანმა - კახა კალაძემ აღნიშნა, რომ პარტიის წევრმა - ჯემალ ფუტკარაძემ, მას შემდეგ რაც მან 2014 წლის 14 სექტემბერს პარტიის სამდივნოს გადაწყვეტილებით მიიღო წერილობითი საყვედური, განმეორებით დაარღვია პარტიის წესდება, უგულვებელყო წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები და მოახდინა პარტიის დისკრედიტაცია. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება და ჯემალ ფუტკარაძის მიმართ დისციპლინური გადაცდომისათვისგამოყენებულ იქნა პარტიის წესდებით გათვალისწინებული დისციპლინური ზომა -პარტიიდან გარიცხვა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)