|
2015-03-13 18:22:56, 820 ნახვა
პოლიტიკა
სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტმა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს უნდობლობა გამოუცხადა
სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტმა ე.წ. საგარეო საქმეთა მინიsტრ დავიდ სანაკოევს უნდობლობა გამოუცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ტასს“-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება მინისტრის არაეფექტურმა მუშაობამ გამოიწვია. ე.წ მინისტრის გადადგომის მოთხოვნით დოკუმენტი სამხრეთ ოსეთის ე.წ პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვს უახლოეს დღეებში გადაეგზავნება. კონსტიტუციის თანახმად ე.წ. პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება, რომ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს თანამდებობდა დაატოვებინოს, ან პარლამენტის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმოს. თუმცა, თუ ორი თვის განმავლობაში დეპუტატები სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს უნდობლობას მეორედ გამოუცხადებენ, მაშინ პრეზიდენტი ვალდებული იქნება მინისტრს თანამდებობა დაატოვებინოს. უნდობლობა დავით სანაკოევს 19-მა დეპუტატმა გამოუცხადა, მათგან ყველა ფრაქცია „ერთიანი ოსეთი“-ს წევრია. ინიციატივის წინააღმდეგი კი, ათი დეპუტატი იყო. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტში 34 დეპუტატია, გადაწყვეტილების მისაღებად კი, ხმათა უმრავლესობაა საჭირო.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)