|
2016-09-27 10:14:57, 675 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრისა და ევროკავშირის ელჩის მონაწილეობით, მრგვალი მაგიდა იმართება
მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებისა და ევროკავშირის ბაზარზე მათი კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების მიზნით, მთავრობის ადმინისტრაციაში მრგვალი მაგიდის ფორმატის პირველი შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაში ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, ევროკავშირის დელეგაცია და საქართველოს მთავრობის წევრები მონაწილეობენ. როგორც ცნობილია, შეხვედრაზე განიხილავენ ეროვნულ დონეზე, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კონტექსტში, მცირე და საშუალო ბიზნესების საჭიროებებისა და მხარდაჭერის საკითხები. შეხვედრას მისასალმებელი სიტყვით გახსნიან საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი. მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრების მიზანია– კერძო სექტორთან საჯარო დიალოგის ხელშეწყობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი მაქსიმალური ჩართულობა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების პროცესში. „აღნიშნული პროექტი არის ხელშეწყობა თავისუფალი, ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულების საიმპლემენტაციო ფაზის შემდგომ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით. მასში ჩართულია ბიზნესსექტორი. ეს არის დიალოგი მთავრობასა და ბიზნესსექტორს შორის. ეს ეხება DCFTA-ს გამოწვევებს და შესაძლებობებს, რომელიც დღის წესრიგში დგას ბიზნესსექტორის წინაშე. თემა უდავოდ პერსპექტიულია. ვინაიდან განვითარების უკვე მეორე ეტაპზე გადავედით, საიმპლემენტაციო ფაზა მისი სრული დატვირთვით შევიდა. შესაბამისად, ამ კონტექსტში არსებობს გარკვეული გამოწვევები, რომლებიც უნდა დაიძლიოს. ეს არის მიზანი დღევანდელი შეხვედრის, რომ მთავრობა და ბიზნესი ილაპარაკებს ყველა იმ პრობლემაზე, რაც შეიძლება წინ დახვდეს ბიზნესის შემდეგომ განვითარებას“, - განუცხადა ჟურნალისტებს პროექტის ხელმძღვანელმა დავით კოღუაშვილმა.
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
ბერლინთან ახლოს მდებარე Mercedes-Benz-ის მუშებმა ხელფასებთან დაკავშირებული დავის გამო ორსაათიანი გაფიცვა გამოაცხადეს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)