22:46 - 04 Nov, 2026
|
2016-09-26 14:20:43, 1274 ნახვა
სხვადასხვა
ნოვოსიბირკსში 16 წლის მოზარდი 23-ე სართულის აივნიდან გადავარდა და ცოცხალი გადარჩა
რუსეთში 16 წლის მოზარდი 23-ე სართულის აივნიდან გადავარდა და ცოცხალი გადარჩა, - ამის შესახებ რუსული მედია საგამოძიებო კომიტეტის რეგიონულ სამმართველოზე დაყრდნობით იუწყება. გამოძიებს მონაცემებით, მოზარდი მეგობარ გოგონასთან ერთად იმყოფებოდა. ის აივნის მოაჯირზე გარე მხრიდან ჩამოეკიდა, რის შემდეგაც აივანზე ამოსვლა სცადა, თუმცა თავი ვერ შეიკავა და ჩავარდა. ახალგაზრდა შენობის წინ მდგარ ავტომბილზე დაეცა. მან მრავალი ტრავმა მიიღო, თუმცა ცოცხალი გადარჩა. მოზარდი ჰოსპიტალიზებულია, ის გონზეა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მსგავსი ინციდენტის მიმდინარე წლის თებერვალში მოსკოვშიც მოხდა. მაშინ ექვსი წლის ბავშვი მეშვიდე სართულის ფანჯრიდან გადავრადა. პატარამ ტრავმები მიიღო, თუმცა გადარჩა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)