|
2015-03-13 15:34:55, 582 ნახვა
პოლიტიკა
შს მინისტრის მოადგილეები გაერო-ს დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ
შს მინისტრის მოადგილეები არჩილ თალაკვაძე და ლევან იზორია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ, გაერო-ს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის სპეციალური მომხსენებლის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა თავისუფლებააღკვეთილ პირთა განთავსების დაწესებულებებში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა განიხილეს. დელეგაციის წევრებს შსს-ს წარმომადგენლებმა სამინისტროში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით გატარებული რეფორმები და დაგეგმილი საქმიანობა გააცნეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, მიგრაციის დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვის და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს, გენერალური ინსპექციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)