|
2014-12-23 17:41:46, 6977 ნახვა
ეკონომიკა
2015-19 წლებში პენსიები და სხვა სახელმწიფო გასაცემლები, კვლავ ლიბერთი ბანკიდან დარიგდება
2015-19 წლებში პენსიები და სხვა სახელმწიფო გასაცემლები კვლავ ლიბერთი ბანკის ფილიალების მეშვეობით დარიგდება. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ლიბერთი-ბანკს შორის ხელშკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით ბანკი მომავალი წლის იანვრიდან კვლავ განახორციელებს ფულადი გასაცემლების (ასაკობრივი პენსია, დევნილთა შემწეობა, საარსებო შემწეობა და ა.შ) გაცემა -დარიგებას სრულიად უსასყიდლოდ. როგორც ხელშეკრულების გაფორმების დასრულების შემდეგ, „ექსპრესნიუსს“ ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი არველაძემ განუცხადა, ბანკი მზადაა 5 მლნ ლარი დახარჯოს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე წლის განმავლობაში, რათა სერვისი უფრო ხელმისაწვდომი და კომფორტული გახდეს. მისივე თქმით, 5 წლის განმავლობაში ამ მიზნებისთვის 25 მლნ ლარი დაიხარჯება. „ასევე, ბანკი იღებს ვალდებულებას 5 წლის განმავლობაში დამატებით 4 მლნ ლარი გაიღოს სხვადასხვა სახის აქტივობაში“, – განაცხადა არველაძემ. შეგახსენებთ, რომ ლიბერთი ბანკი ერთადერთი იყო, რომელმაც სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ საბანკო კონკურსში მიიღო მონაწილეობა. კონკურსი 14 ნოემბერს შედგა და საკონკურსო კომისიამ ლიბერთი-ბანკის მიერ წარმოდგენილი წინადადებები დასაშვებად მიიჩნია. ბანკი ბოლო 10 წლის განმავლობაშიც ახორციელებდა ამ მომსახურებას.
პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ხელისუფლებას 2026 წლის გაფართოების შესახებ ანგარიში ოფიციალურად გადასცა
თიბისის ციფრული ტრანსფორმაციის პროგრამა The Digital Banker-მა საქართველოში საუკეთესოდ აღიარა
ტელეკომპანია ფორმულას შენობაში ხანძარია, მაუწყებლობა შეწყდა
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)