|
2016-09-23 12:57:48, 793 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო-ს თავმჯდომარემ მედიას საარჩევნო ადმინისტრაციის შუალედური ანგარიში წარუდგინა
ცენტარლური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ მედიას საარჩევნო ადმინისტრაციის შუალედური ანგარიში წარუდგინა. ანგარიში პარლამენტის არჩევნების დანიშვნის დღიდან - მიმდინარე წლის 8 ივნისიდან - 8 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს და საარჩვენო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა საქმიანობებს ასახავს. ცესკო-ს თავმდჯომარის განცხადებით, 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 12 აგვისტოს მდგომარეობით, 3 510 514-ს შეადგენს, მათ შორისაა 1 887 130 ქალი და 1 623 384 მამაკაცი. ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმების გამარტივების მიზნით, ცესკო-მ ამომრჩეველს არაერთი ახალი სერვისი შესთავაზა. კერძოდ, ჟვანიას თქმით, მონაცემების გადამოწმება შესაძლებელია ცესკო-ს ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით. წელს პირველად, მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემები გადაემოწმებინათ საქართველოს მასშტაბით განთავსებულ 7 ათას სწრაფი გადახდის ტერმინალში, ასევე ანდროიდის სისტემაზე მორგებული მობილური ტელეფონის ან/და პლანშეტის საშუალებით. ამომრჩეველს ასევე შეუძლია მიიღოს ინფორმაცია, თუ რომელ საარჩევნო უბანზეა რეგისტრირებული და რუკაზე ნახოს მისი ადგილმდებარეობა. თამარ ჟვანიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ცესკო-ს მიერ შეთავაზებული მონაცემთა გადამოწმების სერვისით ივნისიდან 945 761 ამომრჩეველმა ისარგებლა. ცესკო-ს ინფორმაციით, 8 სექტემბრის მდგომარეობით, რეგისტრაციაში გატარდა 25 საარჩევნო სუბიქტი, მათ შორის 19 პარტია და 6 საარჩევნო ბლოკი. 28 პარტიას კი უარი ეთქვა ან გაუუქმდა რეგისტრაცია. ასევე რეგისტრირებული 57 საინიციატივო ჯგუფი. რაც შეეხება საარჩევნო უბნებს, 8 ოქტომბერს არჩევნები 73 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, 3,634 საარჩევნო უბანზე ჩატარდება. სხვა სახელმწიფოებში 56 საარჩევნო უბანი შეიქმნა, ავღანეთში კი 2 - ბაგრამის და მაზარ-შარიფის საარჩევნო უბნები. არჩევნების დაკვირვების მიზნით, ამ დროისთვის ცესკო-სა და საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრაცია გაიარა74 ადგილობრივმა და 32-მა საერთაშორისო ორგანიზაციამ. თამარ ჟვანიას თქმით, ასევე აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ თავისი საქმიანობის ისტორიაში პირველად, დაამტკიცა გენდერული თანასწორობის პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ადმინისტრაციის პრინციპულ და პროფესიულ მიდგომას გენდერული თანასწორობის მიმართ, რითაც საარჩევნო პროცესებში ქალთა და მამაკაცთა თანაბარ მონაწილეობას სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება. ასევე ჟვანიას განცხადებით, ცესკო-მ ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, მომხმარებელზე მორგებული და ინფორმაციული ვებგვერდი შექმნა, რომელიც სრულად ადაპტირებულია უსინათლო ამომრჩევლისათვის „გახსოვთ, რომ არაერთი ნაბიჯი გადაიდგა შშმ პირებთან და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან კომუნიკაციის გაუმჯობესების, ადაპტირებული საარჩევნო უბნების რაოდენობის ზრდის, საარჩევნო დოკუმენტაციის ეთნიკური უმცირესობების ენებზე თარგმნის მიმართულებით“, - აღნიშნა ჟვანიამ და დასძინა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეების ინფორმირებას, რაც აუცილებელია გამჭვირვალე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გარემოს უზრუნველსაყოფად.
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
ბერლინთან ახლოს მდებარე Mercedes-Benz-ის მუშებმა ხელფასებთან დაკავშირებული დავის გამო ორსაათიანი გაფიცვა გამოაცხადეს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)