|
2015-03-13 12:52:13, 737 ნახვა
საზოგადოება
საკრებულოს დარბაზში დღეს ძუძუს კიბოს დასამარცხებლად მებრძოლი ქალების ფოტოების გამოფენა გაიმართება
დღეს 18:00 საათზე საკრებულოს დარბაზში ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ხელმისაწვდომობის მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანიის „სამიზნე სიცოცხლისთვის“ ფარგლებში გაიმართება ქეთი კავალსკის ფოტოების გამოფენა. ღონისძიების ორგანიზატორია კოალიცია „ევროპა დონა საქართველო“. გამოფენილ იქნება იმ ქალბატონების ფოტოები, რომელნიც დღეს ძუძუს კიბოს დასამარცხებლად იბრძვიან. ღონისძიების მიზანია საზოგადოების ინფორმირება ძუძუს კიბოს დამიზნებითი თერაპიის ეფექტურობისა და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდის მხარდამჭერი კამპანიის შესახებ. ღონისძიებას დაესწრება სასჯელაღსრულების N5 დაწესებულების ძუძუს კიბოთი დაავადებული მსჯავრდებული ქალბატონი, რომელიც საღამოზე არჩეული იქნება ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიციის „ევროპა დონა საქართველო“-ს საპატიო წევრად და შესაბამისად, კოალიციის მხრიდან უფლებამოსილი იქნება დაავადების შესახებ ინფორმაცია(პრევენციული ღონისძიებები, თავის დაცვა) მსჯავრდებულებს გააცნოს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ყოველთვის თანადგომას უცხადებს მსჯავრდებულ ქალბატონებს, სთავაზობს მათ მრავალმხრივ სამედიცინო მომსახურებას, მათ შორის ძუძუს კიბოთი დაავადებულ მსჯავრდებულებს, რომელთაც სახელმწიფო სრულ მკურნალობას უფინანსებს. სამინისტრო იზიარებს სლოგანს - „ძუძუს კიბო განაჩენი არ არის!“ და მოცემულ აქციას უერთდება.
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რუსებში ახალი მობილიზაციის შიშმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია - ლევადა ცენტრი
ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)