|
2016-09-22 15:14:43, 1174 ნახვა
სხვადასხვა
ექვსი წლის ამერიკელი ბიჭი სირიაში დაშავებული ბავშვის პოვნას და აშშ-ი ჩამოყვანას ითხოვს
ექვსი წლის ამერიკელმა ბიჭუნამ ბარაკ ობამას წერილი გაუგზავნა, რომელშიც პრეზიდენტს ალეპოს დაბომბვისას დაშავებული სირიელი ბავშვის პოვნას და მის აშშ-ში ჩამოყვანას სთხოვს, - ბავშვის წერილი თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ნიუ-იორკში მცხოვრებმა ალექსმა პრეზიდენტს წერილი მას შემდეგ გაუგზავნა, რაც ინტერნეტში გავრცელებული სირიელი ომრან დაქნეშის ფოტო ნახა. “ძვირფასო პრეზიდენტო ობამა, გახსოვთ ბიჭი, რომელიც სირიაში სასწრაფო დახმარების მანქანაში ზის? შეგიძლიათ, ის იპოვოთ და ჩვენს სახლში მოიყვანოთ? ჩვენ დაგხვდებით დროშებით, ყვავილებითა და ბუშტებით. ჩვენ მას ოჯახს მივცემთ და ის ჩვენი ძმა იქნება”, - წერს ექვსი წლის ალექსი. პრეზიდენტმა ობამამ ალექსის წერილი ლტოლვილთა საკითხისადმი მიძღვნილ გაერო-ს სამიტზე წაიკითხა. “ჩვენ უფრო მეტად უნდა დავემსგავსოთ ალექსს", - აღნიშნა ობამამ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)