|
2016-09-21 16:00:48, 1223 ნახვა
კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი: გენერალური განაშენიანების გეგმის გარეშე კურორტები ქაოტურად განვითარდება
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის განვითარებაზე, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის სწორი მოწყობა და სწორი სივრცითი განვითარება“, - ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ პრეზენტაციაზე განაცხადა. „ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც პრემიერ მინისტრს და მის გუნდს გაგვაჩნია, არის ქვეყნის სივრცითი მოწყობა. ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრი ნაბიჯები გადავდგით, საკმაოდ დიდ ინვესტიციებს ვდებთ. დღეს უკვე შეთანხმებულია ურეკი-შეკვეთილის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, ასევე მიმდინარე პროექტებია მესტიის მუნიციპალიტეტის და მულახის თემის მიწათსარგებლობის გეგმა. ეს არის 11 სოფელი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის ახმეტის მუნიციპალიტეტი და თუშეთი, ეს არის ბაკურიანი და დიდი მიტარბი, ეს არის ბახმარო და კობი-გუდაური. ახლა დაგეგმილ პროექტებში კი გვაქვს იყალთოს ხევი, შაორი, უწერა და ატენის ხეობა“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, ნებისმიერ მიწის ნაკვეთს, მათ შორის კურორტსაც, აქვს თავისი რესურსი, ეს არის ჩვეულებრივი აქტივი და მისი სწორად გამოყენებისთვის კეთდება გენერალური განაშენიანებისა და სივრცითი მოწყობის გეგმები. „რატომ არის მნიშვნელოვანი გენერალური განაშენიანების პროექტი? როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ კურორტი გვინდა განვავითაროთ და არ ვიცით, ზუსტად რა გვინდა ამ კურორტისგან, კურორტი ვითარდება ქაოტურად. შესაბამისად, მაქსიმალურ ეფექტს მისი რესურსის გამოყენებისგან ჩვენ ვერ ვიღებთ. ხოლო როცა არსებობს გენერალური და სივრცითი მოწყობის გეგმები, ინვესტორმა უკვე იცის, საბოლოოდ რამდენი საწოლი იქნება, რამდენი სასტუმრო უნდა აშენდეს, რამდენი იქნება კომერციული და საცხოვრებელი ფართი, როგორი იქნება გზები, როგორი იქნება წყალმომარაგება. სწორედ ამ ყველაფრისთვის ვიხარჯებით აქტიურად“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. დიმიტრი ქუმსიშვილმა მთის კურორტების განვითარების პრიორიტეტებზეც ისაუბრა. „ეს არის ასევე ერთ-ერთი მნიშნელოვანი საკითხი, სადაც ჩვენ ძალიან აქტიურები ვართ. წელს ალბათ არის ისტორიული წელიწადი, როდესაც 9 საბაგიროს მშენებლობა მიმდინარეობს ერთდროულად. აქამდე ასეთი რამ არასდროს მომხდარა. ვაშენებთ სვანეთში, ვაშენებთ ბაკურიანში და მიტარბში, ვაშენებთ გუდაურში. ყველა მიმართულებით ძალიან აქტიურები ვართ. წელს ჩვენ ბაკურიანში გავხსენით საზაფხულო ციგა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს და ვფიქრობთ, რომ მსგავსი საზაფხულო აქტივობებით დავტვირთავთ ყველა მთის კურორტს. მთის კურორტები უნდა გახდეს 12 თვიანი, რათა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის რესურსი, რომელიც კონკრეტულ კურორტს გააჩნია“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მზია ამაღლობელმა საკუთარი პრინციპულობითა და შეუპოვრობით კიდევ ერთხელ გააშიშვლა ოცნების ავტორიტარული სისტემის რეალური სახე -მედიის ადვოკატირების კოალიცია
მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო
"საგანძურის მარათონში" ახალი თვე დაიწყო - ახალი გამარჯვებულები, ₾250 000-იანი საპრიზო ფონდი
WaPo: ტრამპი პენტაგონის ხელმძღვანელისგან ირანთან ომისთვის რაკეტების დეფიციტის შესახებ ახსნა-განმარტებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)