|
2016-09-20 15:43:59, 1161 ნახვა
პოლიტიკა
კასრაძე: „ჯორჯიან მარგანეცი“ მიმდინარე წელს მაღაროელების იძულებით მოცდენას და წარმოების შეწყვეტას აპირებს
„ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრის, ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი კასრაძის ინფორმაციით, მიმდინარე წელს კომპანია „ჯორჯიან მარგანეცი“ მაღაროელების იძულებით მოცდენას და წარმოების შეწყვეტას აპირებს. დეპუტატობის კანდიდატი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მიმართავს, რომ აღნიშნული საქმით დაინტერესდეს. „2016 წლის 20 იანვარს კომპანია „ჯორჯიან მარგანეცმა“ მიიღო გადაწყვეტილება 4 თვის განმავლობაში ჭიათურელი მაღაროელები იძულებით გაეშვათ სახლში და მარგანეცის წარმოება შეეწყვიტა. ეს ინფორმაცია, რომ „ჯორჯიან მარგანეცი“ წარმოების შეწყვეტას აპირებდა მე როგორც ჟურნალისტს 2015 წლის სექტემბერში მქონდა, თუმცა ეს კომპანია წარმოების შეჩერების პროცესს უარყოფდა. მივიღეთ შედეგი, რამაც გამოწვია დასაქმებულების მიგრაცია. არაოფიციალური ინფორმაციით, დაახლოებით 100-ზე მეტი მაღაროელი გასულია საზღვარგარეთ სამუშაოდ. სანდო წყაროს მიერ მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც გასულ წელს გამართლდა გვაქვს წელსაც. ჩვენი ინფორმაციით, „ჯორჯიან მარგანეცი“ მიმდინარე წელს კვლავ გეგმავს სპეციალური რეჟიმის დაწესებას ანუ მაღაროელთა იძულებით მოცდენას. მაღაროელთა იძულებით მოცდენა შესაძლოა, 4, 5 თვე გაგრძელდეს ან შესაძლოა საერთოდ გაუშვან სახლში. ეკონომიკის მინისტრმა არც კი იცოდა, რომ ჭიათურაში „ჯორჯიან მარგანეცი“ წარმოების შეჩერებას აპირებდა. ჩვენ გვსურს მივმართოთ კომპანია „ჯორჯიან მარგანეცს“ ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, რომლიც გარდაუვალია, აღნიშნულ კომპანიას არ მიეცემა უფლება თვითნებურად, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის შეჩერებასთან დაკავშირებით. ამავდროულად მივმართავთ ხელისუფლებას, მოახდინოს რეაგირება ჩვენს ინფორმაციასთან დაკავშირებით, ვინაიდან დღეს შეიძლება კომპანია „ჯორჯიან მარგანეცმა“ კიდევ ერთხელ უარყოს და მორიგჯერ განაცხადოს, რომ მუშაობის შეჩერებას არ აპირებს. კიდევ ერთხელ მივმართავ ეკონომიკის მინისტრს დაინტერესდეს აღნიშნული ვითარებით“,-განაცხადა კასრაძემ.
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
ბერლინთან ახლოს მდებარე Mercedes-Benz-ის მუშებმა ხელფასებთან დაკავშირებული დავის გამო ორსაათიანი გაფიცვა გამოაცხადეს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)