|
2016-09-20 11:41:30, 1302 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი: ჩვენს მთავრობაში, რომელიც 9 ოქტომბრიდან ამოქმედდება, არცერთ სტუდენტს არ შეუჩერდება სტატუსი უფულობის გამო
ჩვენს მომავალ მთავრობაში, რომელიც დაიწყებს ამოქმედებას 9 ოქტომბრიდან, არც ერთი სტუდენტი არ გაირიცხება, ვისაც აქვს მინიმალური მოსწრება და არ შეუჩერდებათ სტატუსი უმაღლეს სასწავლებლებში უფულობის გამო, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საციალურ ქსელში ვიდეო მიმართვის დროს განაცხადა. სააკაშვილი განათლების რეფორმაზე, უცხოური განათლების აუცილებლობასა და კონკურენტუნარიანი ახალგაზრდების აუცილებლობის შესახებ საუბრობს. ”ჩვენს მომავალ მთავრობაში, რომელიც დაიწყებს ამოქმედებას 9 ოქტომბრიდან არც ერთი სტუდენტი არ გაირიცხება ვისაც აქვს მინიმალური მოსწრება და არ შეუჩერდებათ სტუდენტის სტატუსს უმაღლეს სასწავლებლებში უფულობის გამო. მეორე - ყველა ქართველ სტუდენტს უნდა მიეცეს საშუალება ერთი წელი მაინც ისწავლოს უცხოეთში. და მესამე - როგორ ვაპირებთ ამის უზრუნველყოფას, ეს არის ვაუჩერების პროგრამა. ქართული ვაუჩერი ახლა ღირებულებით სულ უფრო უახლოვდება საშუალო აღმოსავლეთ ევროპულ ვაუჩერს. ამ ვაუჩერით საერთაშორისო აღიარებას უნდა მივაღწიოთ და მაშინ ჩვენი სტუდენტები წავლენ აღმოსავლეთეთ ევროპის ქვეყნებში და იქ მიიღებენ განათლებას და ჩვენ, სახელმწიფომ დამატებით იქ ცხოვრების ხარჯები უნდა ავუნაზღაუროთ. იმისათვის, რომ ჩვენი სტუდენტები იყვნენ საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანები, ამისათვის საჭიროა ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემის გაძლიერება და საჭიროა უცხოეთში სწავლის დაფინანსების უზრუნველყოფა”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვაში. მიხეილ სააკაშვილი მისი მთავრობის დროს მინისტრების სწავლის დაფინანსების გამო ხშირად მოუსმენია კრიტიკა, თუმცა ექსპრეზიდენტის თქმით, მატი მთავრობასი ყოფნის დროს ათასობით სტუდენტის განათლება ფინანსდებოდა საზღვარგარეთ. ”ყურადღება მივაქციე, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩემს წინააღმდეგ იყენებს იმას, რომ რამდენიმე მოქმედი პოლიტიკოსის თუ ყოფილი მთავრობის წევრის განათლება დავაფინანსეთ უცხოეთში. საქმე იმაშია, რომ ჩვენ არა მხოლოდ ამ ადამიანების განათლება დავაფინანსეთ, ყველა ქართველი, რომელიც მიღებული იქნა წამყვან 50 უნივერსიტეტში დასავლეთში, დაფინანსდა სახელმწიფოს მიერ. ეს პროგრამა სხვადასხვა ფორმით მთელი ჩემი პრეზიდენტობის დროს არსებობდა და რამდენიმე ათასი ქართველი სტუდენტი სახელმწიფოს დაფინანსებით წავიდა უცხოეთში. მე ამით ძალიან ვამაყობ. ამ სტუდენტების მონაცემებს არაფრით არ გვაძლევს განათლების სამინისტრო. სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას უნდოდა ჰქონოდა სრული მონაცემები. მას ინახავენ როგორც სახელმწიფო საიდუმლოება, მაგრამ ვიცი რომ ბევრი მათგანი დღევანდელ სახელმწიფო აპარატშიც მუშაობს. და ამიტაც ძალიან ვამაყობ”, - აღნიშნა სააკაშვილმა.
რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 97.35% მიიღო
დუმის არჩევნებში პუტინის პარტია Единая Россия [ერთიანი რუსეთი] 57,54%-ით ლიდერობს
მემარცხენე პარტია (Die Linke) ბერლინის ადგილობრივ არჩევნებში პირველ ადგილზეა
საქართველოს მხარეზე მებრძოლი UNA-UNSO-ს დამფუძნებელი, მიკოლა კარპიუკი ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიძღუპა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
უკრაინაში საცხოვრებელ შენობებზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)