|
2016-09-19 17:18:35, 817 ნახვა
პოლიტიკა
მერაბ ჭიქაშვილი გორგასლის ქუჩაზე არსებული მაგისტრალის აღდგენას ითხოვს
„ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ გაერთიანებული ოპოზიციის წევრი, კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ჭიქაშვილი ორთაჭალაში, გორგასლის 111 ნომერში არსებული დაზიანებული მაგისტრალის აღდგენას ითხოვს. როგორც ჭიქაშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, 2 წლის განმავლობაში შესაბამისი სამსახურების მხრიდან არანაირი რეაგირება არ ყოფილა. მისივე თქმით, ჩანგრეული მაგისტრალი საფრთხეს უქმნის როგორც მოსახლეობას ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტს. „ჩვენ ახლა ვიმყოფებით გორგასლის 111-ში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს არის ცენტრალური მაგისტრალი, სადაც მოწყდა და ჩავარდა მიწა. სამუშაოები მხოლოდ დადებული ფილებით შემოიფარგლა. აქ არავინ არ იცის ხვალ და ზეგ რა მოხდება. 2 წლის განმავლობაში არც მერიის მხრიდან, არც გამგეობის მხრიდან კაციშვილი არ მოსულა და არავინ არ ფიქრობს თუ რა შეიძლება ამას მოჰყვეს“,-განაცხადა მერაბ ჭიქაშვილმა.
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
ბერლინთან ახლოს მდებარე Mercedes-Benz-ის მუშებმა ხელფასებთან დაკავშირებული დავის გამო ორსაათიანი გაფიცვა გამოაცხადეს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)