|
2015-03-12 20:01:34, 1061 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კვირიკაშვილი: ანაკლიის პროექტში რეალური ინვესტიციები 2016 წელს დაიწყება
„ანაკლიის პროექტში რეალური ინვესტიციები 2016 წელს დაიწყება, მანამდე ამის მოლოდინი არაეფექტურია“,-ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, პროექტის დასაწყებად საჭიროა მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელება, რასაც გარკვეული დრო და რესურსი ესაჭიროება. „ანაკლიის პროექტში რეალური ინვესტიციები 2016 წელს დაიწყება, მანამდე ამის მოლოდინი არაეფექტურია, ვინაიდან ჩვენ წელს დაქირავებული გვყავს ჰამბურგის პორტის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ტექნიკურ დახმარებას გვიწევს და ბრიტანული კომპანია „ფრეშ ფილდი“, რომელიც გვიწევს იურიდიულ დახმარებას და მათი ვადები ჩვენი მოთხოვნით მაქსიმალურად იყო შევიწროვებული. თუმცა სექტემბრის შუა რიცხვებამდე გამორიცხულია, რომ კომპანიის შერჩევა მოხდეს. კომპანიის შერჩევის შემდეგ უკვე მოდის ძალიან ჩვეულებრივი პროცესი, დაიწყება პროექტის სტრუქტურირება და 2016 წლის ზაფხულამდე უკვე რეალური სამუშაოები დაიწყება, ანუ ბულდოზერი მივა და დაიწყებს შესაბამის სამუშაოებს“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილი. მან ასევე აღნიშნა: „ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მანამდე, სანამ მეორე ეტაპზე იქნება წინადადებები შვიდივე კონსორციუმის მხრიდან წარმოდგენილი, ჩვენ ვატარებთ დამაზუსტებელ შეხვედრებს. ჩამოსული იყო ფრანგული კონსორციუმი და ამერიკული კომპანია. მათთან გავმართეთ შეხვედრები. ასეთივე შეხვედრები გვქონდა ჩინეთშიც ორ ადგილობრივ კონსორციუმთან, რომლებსაც ანაკლიის პორტის საკითხზე აქვთ დაინტერესება. ჩვენ მათ შეკითხვებსაც ვუპასუხეთ.“ რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას Power China-სა და ქართველი ბიზნესმენის, თემურ ქარჩავას კომპანია Anaklia Industrial Eco Park and Port Ltd-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ, საქართველოს ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ რამდენადაც იცის, ეს არის მათი შიდა კონსორციუმის ხელშეკრულება და აღნიშნულ დოკუმენტთან საქართველოს მთავრობას არაფერი აკავშირებს. „მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ორი ჩინური კომპანიის - Power China-სა და China Harbor-ის წარმომადგენლებს შევხვდით. მათთან გვქონდა კონსტრუქციული საუბრები და მათ ყველა შეკითხვას ვუპასუხეთ“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე განმარტებით, 2015 წელს ქვეყნის წინსვლისთვის მრავალი მნიშნელოვანი პროექტი იგეგმება, როგორიცაა ევრობანკის წლიური შეხვედრა, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის წლიური შეხვედრა, ახალგაზრდული ოლიმპიადა, აბრეშუმის გზის წლიური ფორუმი, რომელიც შემოდგომაზე ჩატარდება და აშ.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)