|
2016-09-19 13:56:56, 768 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი აღიარებს, რომ მისი შეხვედრები რეგიონებში, "ქართული ოცნების" პიარს ემსახურება
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რეგიონული შეხვედრები მას სიამოვნებას არ ანიჭებს, უბრალოდ თავს ვალდებულად გრძნობს, ასეთი შეხვედრები გამართოს. როგორც ივანიშვილმა GDS-ის ახალ სატალევიზო გადაცემაში განაცხადა, რეგიონული შეხვედრების მიზანია, საზოგადოებას სწორი არჩევანის გაკეთებაში დაეხმაროს: "რა გინდაო, რა გაწუხებს, წადი და რაღაცები აკეთე, იცხოვრეო. ვაკეთებდი მასე და ვცხოვრობდი. ძალიან ბევრი პროექტი მქონდა გაკეთებული და კაციშვილი არ მიცნობდა. ეს არის ჩემი ყოფა. მე მიყვარს ძალიან ბაღი, მიყვარს პირველ რიგში ადამიანები, ხეებიც რომ მოიტანეს ისიც შევახსენე განმარტება გავაკეთე, ყველაფერი თავის ადგილზე მაქვს, მაგრამ საჯარო ცხოვრება არ არის ჩემი მოწოდება. რეგიონებში სიარული არავითარ სიამოვნებას არ მანიჭებს. ვალდებულებად მაქვს მხოლოდ. მგონია, რომ ამით კიდევ დავეხმარები საზოგადოებას, რომ სწორი არჩევანი გავაკეთოთ. როცა ვიჯექი დ ვაკეთებდი, კინაღამ ქვეყანა თავზე დამამხეს",-აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. ივანიშვილი აღიარებს, რომ რეგიონული შეხვედრები, რომელსაც მართავს, "ქართული ოცნების" პიარს ემსახურება: "მაგრამ ემსახურება არა იმიტომ, რომ ჩემი დოგმაა და ამოჩემება "ქართული ოცნება", იმიტომ, რომ ასეთია "ქართული ოცნება", ის იცავს იმ სტანდარტებს, რაც ჩემი მოსვლით პოლიტიკაში დაფუძნდა. სხვა პარტიას ვერ ვხედავ, რომ პარალელურად მოვუწოდო საზოგადოებას. ოდესღაც გამოჩნდება უკეთესი პარტია, რომელიც სწორ ორიენტაციას აირჩევს, უფრო სწორად დაალაგებს, უფრო სწორი იდეოლოგია ექნება, "ქართული ოცნება" არ იქნება ჩემი დოგმა",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი რეგიონული შეხვედრების ფარგლებში, ამჯერად სამცხე-ჯავახეთში იმყოფებოდა.
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
ბერლინთან ახლოს მდებარე Mercedes-Benz-ის მუშებმა ხელფასებთან დაკავშირებული დავის გამო ორსაათიანი გაფიცვა გამოაცხადეს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)