|
2016-09-19 13:07:53, 685 ნახვა
პოლიტიკა
ბურჭულაძე: ზეწოლის ქვეშ არიან ბიზნესმენები, რომლებიც მხარს უჭერენ ჩვენს პარტიას
ზეწოლა ჩემზე და ჩემს მიერ დაარსებულ მოძრაობაზე „სახელმწიფო ხალხისთვის“ არის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ სისტემა და მეთოდები არ შეცვლილა, შეიცვალნენ მხოლოდ შემსრულებლები, - ამის შესახებ ”პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, საქართველოში კრიმინალური გარჩევები ბრუნდება. ”საქართველოში ბრუნდება კრიმინალური გარჩევები, ძალადობა, კორუფცია, მკვლელობები ქალაქის ცენტრში, პოლიციელების მხრიდან ზეწოლის გამო ორი თვითმკვლელობა მოხდა უკანასკნელი ერთი თვის მანძილზე. ბანკების გაქურდვა, მოქალაქეთა პირად ცხოვებაში ჩარევის ფაქტები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. დღეს, როგორც არასდროს, საფრთხის წინაშე დგას ჩვენი სახელმწიფოებრიობა, რომელსაც 25 წელია ვაშენებთ. უკვე აშკარაა პრორუსული ძალების გააქტიურება, რომლებიც აღარ ერიდებიან ფართო თავყრილობებსა და სატელევიზიო რეკლამებს. ჩვენ გვითვალთვალებენ, გვისმენენ, ზეწოლის ქვეშ არიან ის ბიზნესმენები, რომლებიც მხარს უჭერენ ჩვენს პარტიას. მათზე ვინც მხარს უჭერენ ჩვენს იდეას - სახელმწიფო ჩადგეს ხალხის სამსახურში. ეს ერთი მხრივ, ნიშანია იმისა, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და შევძელით საუკეთესო და კომპეტენტური გუნდის ორგანიზება, რომელსაც აქვს მზარდი რეიტინგი, მაგრამ მეორე მხრივ, აღნიშნული ქმედებები ყოველგვარ ზღვარს სცდება", - განაცხადა ბურჭულაძემ. მანვე დასძინა, რომ საქართველოში პოლიტიკა იქამდე იქნება ბინძური საქმე, სანამ საზოგადოება შეეგუება რომელიმე მხარის ბინძური მეთოდებით მოქმედებას.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)