|
2016-09-18 18:33:16, 1109 ნახვა
პოლიტიკა
რომან მუჩიაშვილი: საგარეჯოში არაერთი ინფრასტრუქტურული, თუ სოციალური პროექტი განხორციელდა
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რომან მუჩიაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ქალაქ საგარეჯოს რამოდენიმე უბანს ესტუმრა. რომან მუჩიაშვილმა მოსახლეობასთან ერთად ქალაქ საგარეჯოს მასშტაბით განხორციელებული, მიმდინარე და განსახორციელებელი სამუშაოები განიხილა. "ქალაქ საგარეჯოში არაერთი ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტი განხორციელდა. მოასფალტდა დოდაშვილის, ქეთევან წამებულის, თამარ მეფის, ერეკლე მეორეს ქუჩები, ხოლო ამჟამად მიმდინარეობს წერეთლის, ქურდიანის და ჯანგულაშვილის ქუჩის მოასფალტების სამუშაოები. აუციებლად უნდა აღინიშნოს საგარეჯოში მიმდინარე სასმელი წყლის შიდა ქსელის რეაბილიტაცია, რომელიც ძალიან ძვირადღირებული პროექტია", - განაცხადა რომან მუჩიაშვილმა. შეხვედრებმა პოზიტიურ ვითარებაში ჩაიარა. მოსახლეობამ მაჟორიტარობის კანდიდატს არჩევნებში წარმატება უსურვა და მხარდაჭერას დაპირდა. (NS)
პოლონეთი კრაკოვში თავდასხმას ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს
Axios: თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რიჩარდ უოლტერსი ტრამპის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების ფონზე თანამდებობას ტოვებს
ბერლინთან ახლოს მდებარე Mercedes-Benz-ის მუშებმა ხელფასებთან დაკავშირებული დავის გამო ორსაათიანი გაფიცვა გამოაცხადეს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა კანადა დაამარცხა - ბორჯღალოსნები ერთა თასზე დაუმარცხებელ სვლას განაგრძობენ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)