|
2015-03-12 18:39:56, 666 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი წამებისა და არაადამიანურ მოპყრობის საკითხებში გაერო-ს სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დელეგაცია მიიღო, რომელსაც ხუან მენდეზი ხელმძღვანელობს. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საკითხებში გაერო-ს სპეციალურ წარმომადგენელს თეა წულუკიანი ესაუბრა. საუბრის ძირითადი თემა ქვეყანაში მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებული რეფორმები იყო. დელეგაციის წევრები თავისუფლების აღკვეთის ადგილებში ადამიანის უფლებების დაცულობის ხარისხითაც დაინტერესდნენ. შეხედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე ბარამიძე და გოჩა ლორთქიფანიძე ესწრებოდნენ. ცნობისთვის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დელეგაცია საქართველოს დღეს − 12 მარტს, ეწვია. ხუან მენდეზმა უკვე გამართა შეხვედრები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, აგრეთვე, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეებთან, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. შეხვედრებია დაგეგმილი მთავარ პროკურატურაში; შინაგან საქმეთა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებში; სახალხო დამცველის ოფისში. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ძველ თბილისს დაათვალიერებენ და ეროვნულ მუზეუმს ეწვევიან. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დელეგაცია საქართველოს 20 მარტს დატოვებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)