|
2015-03-12 17:28:37, 688 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი ესტუმრა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამის „ლიდერთა სახლის“ მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, პოეტი და ესეისტი გიორგი კეკელიძე ესტუმრა. შეხვედრა პროექტის „პროფესიული არჩევანის“ ფარგლებში გაიმართა და მას 20 მოსწავლე დაესწრო. სტუმარი ახალგაზრდებს საკუთარი პროფესიული არჩევანის, საყვარელი ლიტერატურისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა. გიორგი კეკელიძემ „ლიდერთა სახლის“ მონაწილეებს უამბო, თუ რა სირთულეები ახლავს თან ადამიანის პროფესიულ არჩევანს და რა არის საჭირო წარმატების მიღწევისთვის. მან საკუთარი პროფესიული არჩევანის შესახებ საუბრისას გაიხსენა ის სირთულეებიც, რომლებიც განათლების მიღებისა და მისი საქმიანობის პირველ ეტაპებს ახლდა თან. შეხვედრის მონაწილეები სტუმრის საყვარელი წიგნებით, ფილმებითა და რეჟისორებით დაინტერესდნენ. როგორც სტუმარმა აღნიშნა, მისთვის ამ ეტაპზე ყველაზე საოცნებო პროფესია რეჟისურაა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. როგორც ცნობილია, „ლიდერთა სახლი“ იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამაა. მისი მიზანია სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობრივი საქმიანობის წახალისება, შემოქმედებითი ინიციატივების განვითარება, დამოუკიდებელი აზროვნების ხელშეწყობა და დანაშაულის პრევენცია. „პროფესიული არჩევანი“ „ლიდერთა სახლის“ ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც ყოველკვირეულად იმართება.
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რუსებში ახალი მობილიზაციის შიშმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია - ლევადა ცენტრი
ორშაბათიდან ვერ შეგიშვებთო - ვეკუას სკოლის მოსწავლეების მშობლებმა აქცია გამართეს
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)