14:15 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-16 12:21:22, 1222 ნახვა

კომენტარი
ჯანდიერი დაკითხვაზე: ჩვენ არ შეიძლება ეფექტიანი გამოძიების რაიმე იმედი გვქონდეს

ჩვენ არ შეიძლება ეფექტიანი გამოძიების რაიმე იმედი გვქონდეს, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის" წევრმა დავით ჯანდიერმა მოძრაობის ლიდერის, პაატა ბურჭულაძის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

ჯანდიერის თქმით, პარტიაში იმედი არ აქვთ, რომ გამოძიებას რაიმე კონკრეტული შედეგი მოჰყვება, თუმცა, მანვე დაძინა, რომ ბურჭულაძე თანამშრომლობაზე უარს არ იტყვის.

”ჩვენ არ შეიძლება გვქონდეს რაიმე იმედი ეფექტიანი გამოძიების, ვინაიდან, უწყებაშიც კი, რომელიც შსს-ს მიერ არის გამოგზავნილი, სწორად თარიღიც კი არ არის მითითებული და ის არის დაბარებული 2001 წლის პირველ იანვარს. ამიტომ, რაიმე სახის იმედი, ამ ფარსის, ამ შოუსი, რომ გამოძიებას რაიმე კონკრეტული შედეგი მოჰყვება, ბუნებრივია არ გვაქვს, თუმცა ასევე ბუნებრივია, რომ ბატონი პაატა უარს არ იტყვის თანამშრომლობაზე”, - აღნიშნა დავით ჯანდიერმა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის დაკითხვა, რუსთავი 2- ის გენერალური დირექტორისა და მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" სატელეფონო საუბრის უკანონოდ მოპოვება გავრცელების ფაქტზე მოხდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მზია ამაღლობელმა საკუთარი პრინციპულობითა და შეუპოვრობით კიდევ ერთხელ გააშიშვლა ოცნების ავტორიტარული სისტემის რეალური სახე -მედიის ადვოკატირების კოალიცია
მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დაიხრჩო
"საგანძურის მარათონში" ახალი თვე დაიწყო - ახალი გამარჯვებულები, ₾250 000-იანი საპრიზო ფონდი
WaPo: ტრამპი პენტაგონის ხელმძღვანელისგან ირანთან ომისთვის რაკეტების დეფიციტის შესახებ ახსნა-განმარტებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics